როგორ გავაუქმოთ ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია - rogor.ge

როგორ გავაუქმოთ ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების დროს წარმოსადგენია:

  • განცხადება;
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე გაუქმდეს რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალების, სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, ან მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევებში ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია უქმდება ნებისმიერი პირის მოთხოვნით ან მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით.

ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალების შემთხვევაში, რეგისტრაციის გაუქმების მიზნით წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული გარდაცვალების მოწმობა.

ინდივიდუალური მეწარმის სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, ან მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების მიზნით წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილება.

წყარო: psh.gov.ge