7 მეთოდი, თუ როგორ გამოვიყენოთ ტანსაცმლის საკიდი არადანიშნულებისამებრ - rogor.ge

7 მეთოდი, თუ როგორ გამოვიყენოთ ტანსაცმლის საკიდი არადანიშნულებისამებრ

სათვალეებისთვის

უმარტივესი გზაა საკიდების გამოყენება სათვალეების შესანახად. მათ აღარ დაკარგავთ და ყოველთვის თავის ადგილას დაგხვდებათ.

გაზეთებისა და ჟურნალებისთვის

შეგიძლიათ შარვლის სტილში გადაკიდოთ მასზე გაზეთები და ჟურნალები.

2-1673614181.png

შარფებისა და გასაღებებისთვის

თქვენ შეგიძლიათ დაამშვენოთ კედელი დერეფანში. საკიდები ამოაბრუნეთ და დაკიდეთ კედელზე.

3-1673614193.png

ფოტოებისა და ნახატებისთვის

სურათის ჩარჩოების ნაცვლად საკიდების გამოყენებაც შეიძლება. მიამაგრეთ სურათები საკიდის ქვედა ზოლზე და დაკიდეთ პლაკატები ან ნამუშევრები კედელზე, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია.

4-1673614204.png

სარკესთვის

ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი დეკორატიული სარკე დამზადებულია ლითონის საკიდებისგან? იქნებ თქვენც გსურთ ასეთი ორიგინალური იდეის გაცოცხლება?

5-1673614215.png

ოთახის მცენარეებისთვის

თუ გიყვართ ოთახის მცენარეები, მაშინ ეს იდეა აუცილებლად მოგეწონებათ. საკიდის დახმარებით დახვეულ ყვავილებს გაუკეთეთ საყრდენი, რაც მათ საინტერესო ფორმას მისცემს.

6-1673614226.png

გვირგვინებისთვის

ლითონის საკიდები ძალიან მოსახერხებელია გვირგვინების გასაკეთებლად. თუ კარზე გვირგვინის გაკეთება გსურთ, საკმარისია საკიდს მრგვალი ფორმა მისცეთ და ირგვლივ ყვავილები ან ფოთლები დაამაგროთ.

7-1673614237.png