როგორ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე - 10 შეცდომა, რომელსაც ყოველდღიურად ვუშვებთ
დაივიწყეთ "გადადების" ფუნქცია
დამატებითი ხუთი წუთი ძილი ენერგიას არ მოგმატებთ. კარგი ჯანმრთელობის გასაღები რუტინაა. შეეცადეთ დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს (შაბათ-კვირისა და არდადეგების ჩათვლით!), იძინეთ მინიმუმ 8 საათი და თქვენ თვითონვე შეამჩნევთ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.
ფარდები არ ჩამოაფაროთ
როგორ ფიქრობთ, უკეთესად დაიძინებთ ბნელ ოთახში? ეს არ არის სიმართლე. მზის შუქი დაგეხმარებათ უფრო სწრაფად გაღვიძებაში. ეს ასევე აუცილებელია მეტაბოლური პროცესების რეგულირებისთვის, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე და იცავს ორგანიზმს ანთებითი და ინფექციური დაავადებებისგან.
არ იჩქაროთ საწოლიდან ადგომა
როდესაც მოულოდნელად იცვლით პოზას ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ პოზიციაზე, სისხლი მიედინება სხეულის ზედა ნახევრიდან ფეხებამდე. ამან შეიძლება გამოიწვიოს წნევის დაქვეითება, სისუსტისა და თავბრუსხვევის გაჩენა. მაშინვე არ წამოდგეთ საწოლიდან, თუნდაც ძალიან გაგვიანდებოდეთ. მიეცით საკუთარ თავს კარგად გამოფხიზლების უფლება.
არ გამოტოვოთ დილის ვარჯიშები
გაღვიძებისთანავე სპორტით დაკავება დაგეხმარებათ ენერგიისა და კარგი განწყობის აღდგენაში მთელი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, დილით კალორიების დახარჯვის შემდეგ, შეგიძლიათ საუზმე გემრიელად მიირთვათ.
ჰიგიენის საკითხი
ნუ იჩქარებთ კბილების გახეხვას ისეთი სასმელების დალევის შემდეგ, როგორიცაა ყავა ან ლიმონიანი წყალი. უმჯობესია ამის გაკეთება წინასწარ, ან საუზმის შემდეგ 30-60 წუთის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ ძალიან მალე მოხვდებით სტომატოლოგთან.
გადადეთ ტელეფონი განზე
ძილი ხელს უწყობს ნერვული სისტემის აღდგენას, სტრესისა და შფოთვის მოხსნას. თუ გაიღვიძებთ და მაშინვე აიღებთ თქვენს გაჯეტს, რათა შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტა, მესიჯები, ან თქვენი გვერდი სოციალური ქსელში, ამით გაიფუჭებთ დილას.
არ გამოტოვოთ საუზმე
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანებში, რომლებიც არ ტოვებენ საუზმეს, უფრო დაბალია სიმსუქნის, მუდმივი დაღლილობის სინდრომი, ასევე, სხვადასხვა დააავადებების გაჩენის ალბათობა.
ტკბილეულს ნუ მიირთმევთ
ეცადეთ არ დაიწყოთ დღე ფუნთუშებითა და სხვა შაქრიანი ნამცხვრებით. ეს პროდუქტები შეიცავს ეგრეთ წოდებულ „მარტივ“ ნახშირწყლებს და ორგანიზმში მოხვედრისას ძალიან სწრაფად გადაიქცევა შაქარად. სისხლში შაქრის მომატება ასტიმულირებს ინსულინის აქტიურ წარმოებას. ამ ეტაპზე შეიძლება უჩვეულოდ ხალისიანად იგრძნოთ თავი, მაგრამ მარტივი ნახშირწყლები სწრაფად შეიწოვება და მალე წინა ენერგიის კვალიც აღარ დარჩება. ერთ საათში კვლავ იგრძნობთ დაღლილობასა და შიმშილს. მეორეს მხრივ, "კომპლექსური" ნახშირწყლების დაშლას დიდი დრო სჭირდება და არ იწვევს შაქრის უეცარ მატებას. შვრიის ფაფა, კვერცხი, ხაჭო, რბილი ყველი, ხილი ან ბოსტნეული შეგინარჩუნებთ ენერგიულობას.
გაითავისუფლეთ გონება
თუ წინ რთული და დატვირთული დღე გელით, დილით რამდენიმე წუთი გამოიყენეთ მედიტაციისთვის. დახუჭეთ თვალები, თავიდან ამოიგდეთ ზედმეტი ფიქრები, უბრალოდ ღრმად და ნელა ამოისუნთქეთ. ეს პრაქტიკა საშუალებას გაძლევთ შეამციროთ სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონე და მოერგოთ სამუშაო განწყობას. ხოლო თუ ყოველდღიურად ასრულებთ სუნთქვის ვარჯიშებს, საგრძნობლად შეამცირებთ შფოთვის, ჰიპერტენზიის, უძილობისა და შაკიკის რისკს.
არ გააკეთოთ არაფერი დაუგეგმავად
დღის განმავლობაში დამქანცველი სტრესის, ქაოსისა და აურზაურის თავიდან ასაცილებლად, დილა დაიწყეთ გეგმით. ჩამოწერეთ ფურცელზე ან ჩამოაყალიბეთ თქვენს თავში ძირითადი ამოცანები, რომლებიც უნდა გადაჭრათ. შედეგად თქვენ შეძლებთ უკეთ მართოთ თქვენი დრო და ადვილად გაართმევთ თავს საქმის შესრულებას.