როგორ გავისწოროთ თმა უთოს გარეშე მარტივად - rogor.ge

როგორ გავისწოროთ თმა უთოს გარეშე მარტივად

კონდიციონერი

რა თქმა უნდა, ბალზამი სრულყოფილად არ დაგისწორებთ თმას, მაგრამ აღარ გექნებათ დახვეული და აფუებული. წაისვით თმის სიგრძეზე პროდუქტი და ჩვეულებრივზე დიდხანს გაიჩერეთ.

1-1673598507.png

თმის ზეთები

გამოიყენეთ ქოქოსის, ნუშის ან არგანის ზეთები - ისინი ამკვრივებენ და ამაგრებენ თმის სტრუქტურას, რაც გასწორების ეფექტს იძლევა. შედეგად თქვენი თმა იქნება აბრეშუმისებრი და ბზინვარე.

გაშრობა "ცივი ფენით"

თუ გსურთ იდეალურად სწორი თმა უთოთი გასწორების გარეშე, დაიწყეთ მისი გაშრობა ცივი ჰაერით. ამისათვის დაგჭირდებათ თმის საშრობი და დავარცხნა. ოდნავ სველი თმა დაივარცხნეთ და დაიწყეთ "ცივი ფენით" გაშრობა ძირიდან ბოლოებამდე.

ტოგა

დაიბანეთ და გაიმშრალეთ თმა ბუნებრივად, შეიკარით და შემოიხვიეთ თავზე. შემდეგ შეიხვიეთ თმა შარფით ან პირსახოცით და დაიძინეთ - დილით იდეალურად გლუვ თმას მიიღებთ გასწორების გარეშე.

bolos-w-in-1673598521.png

რეზინა

ეს მეთოდი ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე წინა და არანაკლებ ეფექტური. გაიყავით თმა ორ ნაწილად, კუდის თავიდან ბოლომდე გაიკეთეთ რეზინები 3 სანტიმეტრის ინტერვალით. დილით ფრთხილად დაიშალეთ და დაივარცხნეთ.