როგორ გამოვჩნდეთ მომხიბვლელი ფოტოზე - 7 მეცნიერულად დადასტურებული წესი - rogor.ge

როგორ გამოვჩნდეთ მომხიბვლელი ფოტოზე - 7 მეცნიერულად დადასტურებული წესი

სახის მარცხენა ნახევარი უფრო მიმზიდველია, ვიდრე მარჯვენა

მარცხენა ნახევარპროფილის ლინზისკენ მიბრუნებით, ფოტოზე უკეთ გამოიყურებით. რამდენიმე ასეული სურათის გაანალიზებისას მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გამოკითხვის მონაწილეები უფრო მიმზიდველები ჩანდნენ მარცხენა მხრიდან. ეს შემთხვევითი არ არის - ჩვენი სახეები არ არის სიმეტრიული და სახის თითოეულ ნახევარს აკონტროლებს თავის ტვინის საპირისპირო ნახევარსფერო. მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც პასუხისმგებელია ემოციურ სფეროზე, აკონტროლებს სახის მარცხენა ნახევარს, რის გამოც სახის მიმიკები მარცხენა მხარეს უფრო გამოხატულია, ვიდრე მარჯვნივ.

1-1673437405.png

ჭიქა ღვინო აფუჭებს ფოტოს

ფოტოში ალკოჰოლის არსებობა პერსონაჟს ნაკლებად მიმზიდველს ხდის. ადამიანების უმრავლესობა „უალკოჰოლო“ ფოტოებს უფრო ლამაზად მიიჩნევს.

2-1673437421.png

გააფართოვეთ თქვენი ფოტო

რაც უფრო ფართოდ ჩანხართ ფოტოზე, მით უფრო მიმზიდველია თქვენი სახე.

3-1673437436.png

გაიღიმეთ გონივრულად

ნაზი ნახევრად ღიმილი უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სერიოზული სახე.

4-1673437453.png

გაიხედეთ შორს

კამერის პირდაპირ ყურება ანიშნებს, რომ ფოტოს გადაღება მიზანმიმართულად გსურთ და ადამიანი ვინც მას ათვალიერებს, შეამჩნევს უფრო მეტ ხარვეზს, ვიდრე იმ დროს, როცა თქვენი მზერა დაფიქსირებულია ობიექტივის გარეთ. ასეთი სურათი შემთხვევითი ჩანს და, შესაბამისად, უფრო მიმზიდველი.

5-1673437468.png

მიიღეთ ალკოჰოლი

მეცნიერებმა გადაიღეს ერთი და იგივე ადამიანი, სრულიად ფხიზელი და რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ. ყველაზე კარგი ფოტოები გამოვიდა ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

გაგიკვირდებათ და ყველაზე სასიამოვნო სახის გამომეტყველება არ არის ღიმილი! რესპონდენტთა უმრავლესობამ მიმზიდველ და დადებითად ემოციურ ფოტოებად აღიქვეს ისეთები, რომლებშიც ადამიანები სასიამოვნოდ გაკვირვებულნი გამოიყურებიან. ოდნავ აწეული წარბები, გახელილი თვალები, ღია პირი და მზერისადმი დიდი ინტერესი - ეს არის წარმატების საიდუმლო!

bol-1673437485.png