გამუდმებით გეყინებათ ხელ-ფეხი? - გასწავლით, როგორ გაითბოთ
მიირთვით გულისთვის სასარგებლო საკვები. შეეცადეთ გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და გულის მუშაობის ხარისხი. ამისათვის შეეცადეთ უფრო ხშირად მიირთვათ გულისთვის სასარგებლო საკვები, როგორიცაა: ცხიმიანი თევზი, თხილი, ზეითუნის ზეთი, ხილი და ბოსტნეული, ორაგული, ბანანი, შავი შოკოლადი.
დაიძინეთ წინდებით. თბილი წინდები გაათბობს თქვენს ფეხებს, დაგეხმარებათ დაისვენოთ და უკეთ დაიძინოთ.
მიირთვით მეტი სანელებლები. კურკუმა, ჯანჯაფილი, წიწაკა და სხვა სანელებლები ზრდის სხეულის ტემპერატურას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
დალიეთ ცხელი სასმელები. მაშინაც კი, თუ არ გცივათ, ფინჯანი ცხელი ჩაი, ყავა ან ჯანჯაფილის ჩაი დაგეხმარებათ სხეულის ტემპერატურის ამაღლებაში, ასევე სითბოს უფრო თანაბრად გადანაწილებაში.
დაკავდით სპორტით. რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის მთლიანად გაუმჯობესებას.
ზოგიერთ შემთხვევაში, ხელებისა და ფეხების მუდმივი გაყინვა შეიძლება მიუთითებდეს საშიში დაავადებების განვითარებაზე: მაგალითად, სკლეროდერმიაზე, პერიფერიულ არტერიულ დაავადებაზე და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებზე. ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ცივი ხელებისა და ფეხების გარდა, ხშირად გაწუხებთ დაღლილობა, თმის ცვენა, კიდურების შეშუპება, მტვრევადი ან სქელი თმა.