როგორ ჩავიცვათ თბილად და ელეგანტურად ზამთარში
პირველ რიგში, ჩაიცვით თხელი, მჭიდრო ტანსაცმელი. მოძებნეთ ლამაზი პერანგი, ბლუზა ან სხვა რამ, რაშიც კომფორტულად იგრძნობთ თავს. შეგიძლიათ ჩაიცვათ კოლგოტი შარვლის შიგნით.
პერანგს დაამატეთ ნაქსოვი თბილი ჟილეტი, ან სვიტერი. მათი მთავარი დანიშნულებაა სითბოს შენარჩუნება. ის შეიძლება იყოს შალის ან ქაშმირის. ეს მასალა უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას და არ არის ძალიან მძიმე.
შეიძინეთ კარგი ზამთრის ქურთუკი. ის ყოველთვის უნდა გქონდეთ ცივ ამინდში, როგორი თბილადაც არ უნდა გეცვათ შიგნით. არსებობს ბევრნაირი ტიპის ზამთრის ქურთუკი და შეძლებთ აარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი. განიხილეთ ფერადი მოდელები. თუ მასისგან გამორჩევას ცდილობთ, ნუ აირჩევთ ტრადიციულ შავს. აარჩიეთ ნათელი ფერები.
როგორ შევარჩიოთ ყველაზე ტრენდული დუტის ქურთუკი 2022/2023 ზამთრისთვის
შეუხამეთ სწორი ფეხსაცმელი ლუქს. ჩექმები ხელს შეუწყობს სითბოს შენარჩუნებას ფეხებსა და წვივებზე. ქალებისთვის შესაფერისია უფრო მაღალი ჩექმები, რაც მოუხდება მოკლე ქვედაკაბას.
ყურადღება მიაქციეთ სხვა აქსესუარებს. არ იფიქროთ სხეულის მხოლოდ დიდ უბნებზე, როგორიცაა ხელები, ფეხები ან კისერი. კაშნეს ტარება შესანიშნავი და ელეგანტური გზაა თქვენი კისრის სითბოს შესანარჩუნებლად. არ დაგავიწყდეთ, რომ კაშნეს გაკეთების სხვადასხვა გზა არსებობს, რათა შეიცვალოს თქვენი გარეგნობა, თუნდაც ერთი და იგივე შარფით.
როგორ ატაროთ მოდურად კაშნე ვარსკვლავების მაგალითზე
წყარო: wikihow.com