როგორ მოვაშოროთ საღებავის ლაქა ტანსაცმლიდან - 7 მეთოდი, რომელიც მუშაობს - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ საღებავის ლაქა ტანსაცმლიდან - 7 მეთოდი, რომელიც მუშაობს

აცეტონი

აცეტონს შეუძლია საღებავის მოშორება, მაგრამ ხშირად შეიძლება ქსოვილის ფერიც გააუფერულოს. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ნივთს აქვს მდგრადი ფერი.

საფუძვლიანად შეაზილეთ ლაქას ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი სითხე. როდესაც საღებავი წაიშლება, გარეცხეთ ნივთი სარეცხი მანქანაში.

საღებავის გამხსნელი

ყველაზე ხშირად, თეთრი სპირტი, რაფინირებული ბენზინი, ტურპენტინი და ნავთი გამოიყენება ლაქების მოსაშორებლად.

ასეთ საშუალებასთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. შეამოწმეთ ისინი ქსოვილის შეუმჩნეველ ადგილზე, რადგან მათ შეუძლიათ ქსოვილის გაუფერულება. უმჯობესია არ გამოიყენოთ გამხსნელები დელიკატურ მასალებზე.

შეაზილეთ ლაქას თქვენთვის სასურველი პროდუქტი, გადაიტანეთ სითხე კიდეებიდან ცენტრისკენ. როდესაც საღებავი დაიშლება, გარეცხეთ ნივთი თბილი გამდინარე წყლის ქვეშ და შემდეგ, სარეცხ მანქანაში.

საპონი, ლაქების ამომყვანი სითხე

აკრილის საღებავის ლაქების გასაწმენდად შესაფერისია სარეცხის საპონი, ან სპეციალური ლაქების მოსაშორებელი საშუალება (მაგალიტად, "ვენიში"). კარგად დაამუშავეთ ლაქა და გააჩერეთ საშუალება 15-20 წუთი. შემდეგ, გარეცხეთ.