როგორ დავიკლოთ ასაკი თმის ფერის შეცვლით - 5 ფერი, რომელიც უფრო ახალგაზრდულად წარმოგაჩენთ - rogor.ge

როგორ დავიკლოთ ასაკი თმის ფერის შეცვლით - 5 ფერი, რომელიც უფრო ახალგაზრდულად წარმოგაჩენთ

"ოქროსფერი წაბლი"

1-1713857239.jpg

"ოქროსფერი წაბლი", რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება, წითელ ფერში არ გადადის. შავგვრემნებსაც კი ურჩევენ სტილისტები შეიღებონ თმა წაბლისფრად, რათა ახალგაზრდული იერი შემატონ გარეგნობას.

დარიჩინი

1-1713857280.jpg

შავი ფერი ყოველთვის პლუს 10 წელია. მაგრამ თუ შავგვრემანი ხართ და მზად არ ხართ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი თმის ფერი, უბრალოდ დაამატეთ ღია ზოლები. თქვენ ამას თავად ვერ შეძლებთ, მაგრამ კარგი სტილისტი გაანაწილებს განათებას რაც შეიძლება ბუნებრივად - სახესთან და თმის სიგრძეზე. პიკანტური და თბილი ფერი, ისევე როგორც დარიჩინის ჩხირები, მუქ თმას მიანიჭებს მეტ მოცულობას და ახლებურ იერსახეს შემატებს.

კარამელის ქერა

1-1713857312.jpg

მაშინაც კი, თუ თქვენ ყოველთვის ირჩევთ ცივ ჩრდილებს, ასაკთან ერთად, ყინულოვანი ტონები ხაზს უსვამს მოცულობის ნაკლებობას და სახეს დაღლილ იერს აძლევს. ნაცრისფერი ქერა უხდება ძალიან ახალგაზრდა გოგოებს. საუკეთესო გამოსავალი ქერებისთვის - კარამელის ქერაა. თბილი ჩრდილი ქმნის უფრო რბილ და დელიკატურ იერს, როგორც ნიკოლ კიდმანის მაგალითზე.

ბლიკები babylights

1-1713857422.jpg

სტილისტებმა ისწავლეს თმებზე „მზის კოცნის,“ ან „babylights“-ის "დახატვა". ანუ გახუნებული ზოლები, როგორიც პატარა გოგოებს აქვთ არდადეგების შემდეგ. პარიკმახერებს მიაჩნიათ, რომ თმის ხაზები არბილებს სახის ნაკვთებს, მსუბუქი ღეროები კი ვიზუალურად მატებს მოცულობას, რომელიც ასაკთან ერთად იკარგება.

ყავა

1-1713857493.jpg

ახალგაზრდული იერისთვის შეღებვის მთავარი წესი ბუნებრიობაზე დაყრდნობაა. სტილისტის ამოცანაა ისე გამოიყურებოდეთ, რომ თითქოს არასდროს გქონიათ ჭაღარა. ამისთვის უნდა შეინარჩუნოთ ბუნებრივი ფერი. არ არის საჭირო ნათელი ფერები, მკვეთრი გადასვლები და კონტრასტი. უპირატესობა მიანიჭეთ შატუშს და ომბრეს. ამ ტექნიკით ფერი შეუმჩნევლად გადადის მუქი ჩრდილიდან ღიაზე. შატუშის ტექნიკის კლასიკური ფერია ყავა, ის უხდება როგორც ქერებს, ასევე შავგვრემნებს.

როგორ მოიქცეთ, თუ ქერა თმა მოგბეზრდათ: თხილისფერი ვარიანტი მუქ გამაზე ნაზი გადასვლისთვის