როგორ გავუხანგრძლივოთ შენახვის ვადები უბრალო პროდუქტებს
ლიმონი
საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ლიმონი უფრო დიდხანს ძლებს წყალში. კარგად გარეცხეთ და შემდეგ მოათავსეთ შუშის ქილაში, სასურველია უფრო დიდ ქილაში, რომ მჭიდროდ არ იყოს ერთმანეთთან, შეავსეთ ქილა წყლით, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში.
ასევე, ლიმონი შეგიძლიათ შეინახოთ პოლიეთილენის ზიპიან პაკეტშიც, მაცივარში.
კარტოფილი
იმისთვის, რომ კარტოფილმა გაცილებით დიდხანს გაძლოს, მასთან ერთად მოათავსეთ ვაშლი.
ავოკადო
მოუმწიფებელი ავოკადო უმჯობესია მოათავსოთ თხელი ქაღალდის პარკში, ან გაზეთში და შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე. თუ ავოკადო მწიფეა, შეინახეთ მაცივარში, დახურული პოლიეთილენის პარკში.
ბანანი
დაბალი ტემპერატურისა და მაცივარში შენახვისგან ბანანი სწრაფად შავდება და გემოს კარგავს. მაგრამ თუ ყუნწზე პარკს შემოახვევთ და არ შედებთ მაცივარში, ის კიდევ ერთი კვირა გაძლებს.
ხახვი და კარტოფილი
თუ მათ ერთმანეთთან ახლოს ინახავთ, ხახვი იწყებს დამწიფებას და უვარგისი ხდება.
ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო
ბოსტნეულს უყვარს წყალი. თუ გსურთ, რომ დიდხანს გაძლოს, ჩადეთ წყალში და გადააფარეთ ზემოდან ნესტიანი პირსახოცი. წყალი დროულად უნდა შეიცვალოს, პირსახოცი კი ორ დღეში ერთხელ უნდა დაასველოთ.
ნიახურის ღერო
ის დიდხანს ინახება, თუ ფოლგაში გაახვევთ და შედგამთ მაცივარში.
პომიდორი
მაცივარში პომიდორი გემოს კარგავს, ამიტომ ჯობია იქ არ მოათავსოთ. ამასთანავე, ის უნდა ინახებოდეს ყუნწით ზემოთ, რადგან აქედან იწყებს ლპობას.
დაჭრილი ბოსტნეული
თუ ოჯახური ვახშმის, ან რაიმე სახის წვეულების შემდეგ დაგრჩათ დაჭრილი ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო ან ნიახური, შეგიძლიათ დაასხათ წყალი და შედგათ მაცივარში დახურული ქილით.