როგორ შევინარჩუნოთ იდეალური ვარცხნილობა დილამდე: ღამის 6 ხრიკი, რომელიც რეალურად მუშაობს
უმარტივესი და ეფექტური სილამაზის ხრიკი: უბრალოდ დაიხვიეთ თმა ძილის წინ! თუ არ გსურთ დაძინება სახვევებით, დააფიქსირეთ ლოკონები ბადისებრი ქუდით. დილით შეასხურეთ თმებს ლაქი.
მოცულობა ძირებიდან, გრძელი თმისთვის. შეიკარით მოცულობითი კუდი და დაიმაგრეთ კეფის ზემოთ. რაც უფრო ახლოს აიწევთ შუბლთან, მით უკეთესი იქნება შედეგი.
იმისათვის, რომ დილით მოკლე თმა მშვენივრად გამოიყურებოდეს, არ უნდა დაიძინოთ გაშლილი თმით. დაიხურეთ ქუდი. ბადე-ქუდი, ან აბრეშუმის.
გამოიყენეთ აბრეშუმის ბალიშის პირი. მასზე დაძინების შემდეგ, თმა არ ელექტროვდება და შეინარჩუნებს ლამაზ ფორმას.
უბრალოდ დახარეთ თავი ქვემოთ და შემოიხვიეთ თმა თავზე, დაამაგრეთ პატარა სამაგრებით ისე, რომ თმის ბოლოები მედუზის საცეცებივით გადმოეკიდოს ზემოდან. მოცულობა და ბრწყინვალება გარანტირებულია.