როგორ მოვაშოროთ სახლიდან მტვრის ტკიპა - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ სახლიდან მტვრის ტკიპა

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ მტვრის ტკიპებთან ბრძოლაში, არის ბინის გათავისუფლება არასაჭირო ნივთებისგან, რომლებიც აგროვებს მტვერს: ძველი ხალიჩები, ძველი მატრასი და ლეიბები, ფარდები, რბილი სათამაშოები. ბუმბულის ბალიშები ჩაანაცვლეთ პოლიესტერის, ან ჰოლოფიბერის ბალიშებით.

მტვრისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა სველი წესით ყოველდღიური დალაგება. მტვერსასრუტით გაასუფთავეთ ყველა ქსოვილისა და იატაკის ზედაპირი. გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულებრივი მტვერსასრუტები ჰაერში მტვრის თითქმის 30%-ს ტოვებს. ამიტომ სახლისთვის იდეალური ვარიანტია სარეცხი მტვერსასრუტი აკვაფილტრით. ასეთი მოწყობილობებით მტვერი ნადგურდება მთლიანად, ზედაპირებზე ნარჩენების დატოვების გარეშე, ხოლო მტვერსასრუტი თავად ასუფთავებს და ატენიანებს ჰაერს მუშაობის დროს.

რეგულარულად გაწმინდეთ ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ნესტიანი ქსოვილით ან სპეციალური პროდუქტებით დასველებული ანტიბაქტერიული ტილოებით. შეცვალეთ თეთრეული კვირაში ერთხელ და დაამატეთ აკარაციდი და ტკიპის საწინააღმდეგო დანამატები სარეცხ წყალში. ისინი უვნებელია ადამიანისთვის, მაგრამ საზიანოა მიკროორგანიზმებისთვის.

ლეიბები და რბილი ავეჯი შეიძლება გაიწმინდოს შემდეგი გზით: დაასველეთ ძველი ქსოვილის ნაჭერი წყალში, გაწმინდეთ დივანი და გარეცხეთ თბილი წყლით იქამდე, სანამ ქსოვილი გასუფთავდება. შემდეგ გაათბეთ უთო და დაუთოვეთ დივანი ორთქლის ფუნქციის ჩართვით. ამ პროცედურის შედეგად, ავეჯში მცხოვრები ტკიპები დაიღუპებიან.

მტვრის ტკიპებისგან გასათავისუფლებლად გამოიყენეთ საწმენდი წყლის ფილტრი. ასეთი მოწყობილობები ასუფთავებენ ჰაერს თუნდაც ყველაზე წვრილ მტვერსა და მავნე მიკროორგანიზმებს.