როგორ გაატაროთ შობის ღამე, თუ სახლში მარტო იქნებით
გამოაცხვეთ საშობაო ნამცხვრები. საშობაო ნამცხვრების გამოცხობა კლასიკური საშობაო ტრადიციაა. განწყობის შესაქმნელად, ჩართეთ საშობაო მუსიკა.
წაიკითხეთ წიგნი, ან უყურეთ ფილმს შობის დღესასწაულზე. უამრავი საშობაო წიგნი და ფილმია, რომლითაც შეგიძლიათ გაატაროთ დრო შობის ღამეს, თუ სახლში მარტო ხართ.
მოუსმინეთ საშობაო მუსიკას. ასევე შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი. თუმცა, უფრო ადვილია შეხვიდეთ ონლაინ ვებსაიტზე და მოუსმინოთ საშობაო მუსიკით სავსე ფლეილისტს.
დაურეკეთ მეგობარს. დაურეკეთ ან მიწერეთ მეგობარს. შეიძლება დიდი ხანია არ გინახავთ ის.
გაერთეთ რაღაცით, რაც შობას არ უკავშირდება. თუ გსურთ გადაიტანოთ ყურადღება იმ ფაქტისგან, რომ შობის ღამეა, უნდა გააკეთოთ აქტივობა, რომელიც არ არის დაკავშირებული შობასთან. მაგალითად, შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი აქტივობა: წაიკითხეთ, დაწერეთ, დახატეთ, დაუკარით მუსიკალურ ინსტრუმენტზე და სხვა.
წყარო: wikihow.com