10 იდეა, თუ როგორ გავაფორმოთ საშობაო სუფრა მცირე ბიუჯეტით
დარიჩინი. თქვენი მაგიდის გაფორმების კრეატიული ხერხია ხელსახოცზე დარიჩინის ნაჭერის მიმაგრება, ხოლო სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ბუნებრივი ან ხელოვნური ყვავილი.
თოვლის კაცი. არსებობს უამრავი სახალისო გზა, რათა შექმნათ თოვლის კაცი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელსახოცი ან ნაჭრები მისი ფორმის შესაქმნელად.
ტკბილეული. ეს ტიპიური საშობაო კარამელის კანფეტები შეიძლება მოათავსოთ თეფშზე და დაასახელოთ ფრაზა, რომელიც გადმოსცემს სეზონის მთელ სულს.
წნულის გაკეთება. თუ ნაძვის ხის ნარჩენები დაგრჩათ, შეგიძლიათ დადოთ იგი მაგიდაზე და მორთოთ ლამაზად.
პატარა ნაძვის ხეები. თუ თქვენ გაქვთ პატარა ნაძვის ხეები, დაე, ისინი თქვენი მაგიდის ვარსკვლავები იყვნენ. ნახავთ, როგორ დაამშვენებს თქვენს სუფრას.
ნამცხვარი. კიდევ ერთი გზა თქვენი საშობაო სუფრის კრეატიულად, მარტივად და იაფად გაფორმებისთვის არის ორცხობილების მომზადება, რომლებიც შეგიძლიათ თეფშზე მოათავსოთ.
ჭიქები. აიღეთ რამდენიმე ჭიქა ღვინო და დადეთ სანთლები და ა.შ. გამოიყენეთ თქვენი ჭურჭელი, როგორც ცენტრალური დეკორაცია. არსებობს მრავალი გზა, რათა გააცოცხლოთ ისინი და ლამაზად გამოიყყურებოდეს.
ხელსახოცი. გამოიყენეთ ნაძვის ხის ფორმის მწვანე ხელსახოცები და მიამაგრეთ ლენტისგან დამზადებული პატარა ბაფთები.
მარშმელოუ. ეს არის ლამაზი და სუპერ კრეატიული იდეა თქვენი მაგიდის გასაფორმებლად, შეგიძლიათ მოათავსოთ ისინი როგორც ცენტრალური ნაწილი ან ერთი თითოეულ თეფშზე. ბურთულის გასაკეთებლად შეგიძლიათ ცოტათი გაადნოთ.
სფეროები. თუ სფეროები დაგრჩათ, ეს შეიძლება იყოს თქვენი საშობაო სუფრის გაფორმების კიდევ ერთი გზა, შეგიძლიათ სახელებიც კი დააწეროთ და ისე დადოთ.
წყარო: sharingideas.me