7 იდეა იმისთვის, რომ თქვენს სახლში შობის სურნელი დადგეს
დარიჩინის და ვანილის არომატიზატორი. ამ ინგრედიენტების ერთობლიობა წარმოქმნის მართლაც გემრიელ არომატს, დაგჭირდებათ მხოლოდ: 1 ჭიქა წყალი, 1 ჭიქა ძმარი, ვანილის ექსტრაქტი, მიხაკი, 2 დარიჩინის ჯოხი და სპრეის ბოთლი.
მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი ჩაასხით ქვაბში და ადუღეთ 2 წუთი დაბალ ცეცხლზე. გაწურეთ ინგრედიენტები და დაელოდეთ გაციებას, შემდეგ დაასხით არომატიზატორი სპრეის ბოთლში და გააფრქვიეთ მთელს სახლში.
ხელნაკეთი Potpourri. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ქილა ფართო პირით, ფორთოხლის კანი, ევკალიპტის ფოთლები, რამდენიმე „მარადიული“ ყვავილი: გვირილა, როზმარინი, ვანილის ესენცია და 2 დარიჩინის ჩხირი.
მომზადების წესი: ქილაში მოათავსეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, დაასხით 35 წვეთი ვანილის ესენცია, დააფარეთ და გააჩერეთ 1 დღე, შემდეგ ამოიღეთ ისე, რომ მთელი თქვენი სახლი ამ გემრიელი არომატით იყოს გაჟღენთილი და ყოველ ჯერზე შეანჯღრიეთ.
ხილის ქერქი Potpourri. კიდევ ერთი იაფი გზა პოტპურის დასამზადებლად ციტრუსის ქერქია, როგორიცაა ფორთოხალი, ლიმონი ან გრეიფრუტი.
მომზადების წესი: ქერქები უბრალოდ უნდა გამოიღოთ მზეზე, გაშრობის შემდეგ დაჭერით წვრილად და დაუმატეთ დაახლოებით 40 წვეთი ფორთოხლის ესენცია, მოგვიანებით შეინახეთ ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ და გააჩერეთ 2 დღის განმავლობაში. როცა გახსნით, თქვენი სახლი გაიჟღინთება მისი სურნელით.
სანთლები დარიჩინით. ეს იდეა ასევე ძალიან იაფია და არა შრომატევადი, თქვენ მხოლოდ უნდა მოათავსოთ დარიჩინის ჩხირები ნებისმიერი სანთლის ირგვლივ, შეგიძლიათ დააწებოთ ცივი სილიკონით და მთელ სახლში სასიამოვნო სურნელი დატრიალდება.
ვაშლის სანთლები. ისინი საშობაო ვახშმის დროს იქნება სენსაცია, რადგან სასიამოვნო არომატის გარდა, გენიალური დეკორაციაა. საკმარისია ვაშლის შიგთავსის ამოღება და იქ სანთლის მოთავსება. როცა სანთელი იწვის, ვაშლი ბუნებრივად გაათავისუფლებს თავისებურ არომატს.
ხმელი ხილის გირლანდა. ფორთოხლის, მანდარინის და ლიმონის ნაჭრები მოათავსეთ გასაშრობად რამდენიმე დღით. როცა კარგად გაშრება, შეახვიეთ დარიჩინის ჩხირებით, მიხაკით და როზმარინის ყლორტებით, რომ მოამზადოთ გირლანდა.
ფიჭვის არომატიზატორი. აიღეთ ფიჭვის ყლორტები, მოგვიანებით, მოხარშეთ დარიჩინის ჯოხებით და მიხაკით, გადმოდგით ცეცხლიდან როგორც კი ადუღდება და შეინახეთ არომატიზატორი მინის ქილაში, გააფორმეთ ბაფთით და მოათავსეთ აბაზანაში ან თქვენთვის სასურველ ადგილას.
წყარო: sharingideas.me