როგორ მოვამზადოთ სამეფო საცივი
ნიგოზი, ნიორი, ხახვი და ბულიონი დააბლენდერეთ. შეაზავეთ გემოვნებით სანელებლებით.
ქათამი გარეცხეთ ცივი წყლის ქვეშ, გაასუფთავეთ.
მოხარშეთ სანახევროდ, ხახვის, ნივრის და დაფნის დამატებით.
ამოიღეთ წყლიდან, წაუსვთ მარილი. გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუს ცელსიუსზე.
გააციეთ და დაჭერით.
მზა ქათმის ნაჭრებს დაასხით საცივის სოუსი. მორთეთ ქინძის ღეროებით და მშრალი ჩილის წიწაკით.