როგორ დავივიწყოთ ადამიანი
მოიწყვეთ "ცრემლების დღე". განაწყვეთ თავი, რომ ცრემლებთან ერთად წავა დარდი და სურვილი იმისა, რომ უკან დაბრუნდეს ის, რაც იყო. ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთი დღე, შეგიძლიათ იტიროთ იმდენი, რამდენსაც სული და გული მოგთხოვთ. შეგიძლიათ შეიცოდოთ თავი და იყვიროთ. ცრემლები ამ შემთხვევაში არის კარგი დაცვითი ფუნქცია, რომელიც ხსნის დაძაბულობას. მას შემდეგ, რაც მას ბოლომდე გამოიტირებთ, იგრძნობთ შვებას.
გათავისუფლდით თქვენი ყოფილი პარტნიორისგან. თუ ის არ მოხვდება თქვენი თვალთახედვის არეალში, თქვენ მალევე მიეჩვევით იმ აზრს, რომ ის არის თქვენი წარსული. თქვენ წინ კი მთელი ცხოვრებაა ბევრი შესაძლებლობებით და ახალი ნაცნობებით. ჩაალაგეთ ყველა ნივთი, ფოტო, გადაყარეთ ყველაფერი, რაც მასთან გაკავშირებთ, ან მიეცით მეგობარს და თხოვეთ, რომ დაუბრუნოს მის მფლობელს.
ნუ გამოეკიდებით იმ შანსს, რომ კიდევ ერთხელ ნახოთ ის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ყოფილს აქვს დარჩენილი თქვენი ნივთები. არ იჩქაროთ მათი დაბრუნება. სხვას თხოვეთ დახმარება, როცა ის არ იქნება სახლში მაშინ მიდით წამოსაღებად.
გაიაზრეთ, რომ თქვენ დაიწყეთ ახალი ცხოვრების ეტაპი. შეამცირეთ საერთო ნაცნობებთან კომუნიკაცია. ასე იქნება გაცილებით მარტივი, რომ არ იფიქროთ მასზე და არ გაიხსენოთ. გაიხსენეთ ძველი უნახავი მეგობრები და გქონდეთ ურთიერთობა მათთან. მიეცით თავს შანსი, რომ გიხაროდეთ ცხოვრება ყოფილის გარეშე.
თუ ვერანაირად ვერ მოხერხდება ისე, რომ არ გქონდეთ შეხება და ურთიერთობა მასთან, შეეცადეთ დაიყვანოთ მინიმუმამდე. შეხვედრისას ნუ ილაპარაკებ ბევრს და განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ განიცდი და როგორ ცუდად ხარ. სთხოვეთ მეგობრებს, რომ არ გელაპაკონ საერთოდ ამ ადამიანზე და ამ თემებზე. იმ დროს, როცა ახალი მომხდარია ეს ამბავი და კიდევ გაქვს დიდი სურვილი დარეკვის.
წაშალეთ ის ყველა სოციალური ქსელიდან. წაშალეთ მისი ნომერი ტელეფონიდან. ასევე ჩანაწერები და ყველაფერი რაც გაქვს მასზე.
მართალია, ძალიან რთულია იმ ადამიანთან გაშორება, ვისთანაც გაქვს გრძნობები და ბევრი კარგი მომენტი გაკავშირებს და ბედნიერად გრძნობდი თავს, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. შეიძლება ასეც იყო საჭირო და წინ ბევრად უფრო ნათელი დღეები და საინტერესო ადამიანები გელოდებიან. გირჩევთ, რომ აიყვანოთ თავი და გრძნობები ხელში, გამოიჩინეთ ნებისყოფა და სულიერი ძალა. ყველაფერი გამოგივათ და შეუძლებელი არაფერია. ნუ მიცემთ გრძნობებს თავს რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრება უარესობისკენ.