როგორ მოვამზადოთ ბაჟე მეგრული რეცეპტით
დაახლოებით 500 მლ. ბოთლის წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, გააგრილეთ.
გაარჩიეთ ნიგოზი, ამოიღეთ ტიხრები, ნაჭუჭის ფრაგმენტები. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში წვრილად, ან ბლენდერში - მთავარია, ერთგვაროვან მასად გადააქციოთ.
ნიორი დააბლენდერეთ მარილთან ერთად, მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე, დაუმატეთ დაფქულ ნიგოზს დაფქულ იმერულ ზაფრანასთან და პილპილთან ერთად. ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
ნიგვზიანი მასა გადაიტანეთ დიდ ფაიფურის ან მინის ჭურჭელში, დაასხით ცოტა გაგრილებული ბოთლის წყალი, აურიეთ. თანდათანობით დაამატეთ წყალი და ურიეთ სანამ სოუსი არ გახდება თხევადი არაჟნის, ან ბლინების ცომის კონსისტენციის.
დაამატეთ თეთრი ძმარი, გასინჯეთ გემო. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ პილპილი ან მარილი.