როგორ ვისწავლოთ ლექსი ადვილად
დასაწყისისათვის მოამზადეთ ადგილი, სადაც ისწავლით ლექსებს. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ წამოწოლილმა, მჯდარმა ან ისე,რომ მოძრაობდეთ ოთახში, ყველას ეს პროცესი აქვს ინდივიდუალური. ოღონდ ერთადერთი ოქროს წესი რაც არის უნდა იყოს სრული სიჩუმე. სიწყნარეში და მყურდროდ ყოფნისას უფრო მარტივად ისწვლით ლექსს, როცა არ მოგიცდებათ გონება და ყურადღება წვრილმანებზე.
თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ლექსი რამოდენიმეჯერ. პირველი წაკითხვა- ეს არის გაცნობითი სახის. მეორე შემდგომი- უფრო ღრმა. შეეცაედთ წარმოიდგინოთ გონებაში ის სურათები რაზეც არის ლაპარაკი ლექსში. ეს შეიძლება იყოს ბუნების აღწერა რამე მოვლენა ან ასე შემდეგ, ასევე დიალოგი და პერსონაჟის აღწერილობა.
დაყავით ნაწარმოები რამოდენიმე მოკლე ნაწილად ან აბზაცად. როგორც წესი 4 ხაზად ყოფენ ხოლმე. ასე დაიწყეთ სწავლა. წაიკითხეთ პირველი ოთხი ხაზი რამოდენიმეჯერ ნორმალური სიჩქარით. შემდგომ შეეცადეთ გაიხსენოთ ის გონებაში. თუ შეგექმნათ პრობლემა, ჩახედეთ ტექსტში. შეისწავლეთ ეს დაყოფილი ნაწილი ბოლომდე ზეპირად ისე, რომ არ გიჭირდეთ გახსენება. პარალელურად ყოველთვის წარმოიდგინეთ თუ რას კითხლობთ და რას ყვებით.
მას შემდეგ რაც ისწავლით მომდევნო 4 დაყოფილს - გაიმეორეთ პირველი ორი აბზაცი ერთად. თუ ვერ შეძელით ჩაიხედეთ ტექსტში. ამის შემდეგ გადადით შემდეგ ნაწილზე. ასეთი აბზაცებით, ნელ-ნელა ნასწავლ ლექსს დაიმახსოვრებთ ბოლომდე და შეიმეცნებთ.
როდესაც მორჩებით სწავლას და დაასრულებთ ლექსს გადაერთეთ სხვა საქმეზე, უყურეთ ტელევიზორს, მიირთვით საჭმელი, დაისვენეთ და შემდეგ რაღაც დროის შემდეგ წაიკითხეთ და ხელახლა წარმოთქვით ზეპირად ბოლომდე რამოდენიმეჯერ. თავიდან ბოლომდე შეფერხებების გარეშე.
თუ თქვენ რთულად იმახსოვრებთ, შეგიძლიათ გააკეთოთ პატრა მინიშნება დააწეროთ პატარა ქაღალდს და ხელში გეჭიროთ. ამისათვის საჭიროა სტრიქონის პირველი 2 სიტყვა დაწეროთ ყველა აბზაცის. როგორც კი შეგექმნებათ პრობლემა დახედეთ მას და გაიხსენეთ. აკეთეთ ასე სანამ არ შეძლებთ დაძლიოთ ეს პრობლემა.