როგორ გააკეთოთ ფარადეის გალია
შეფუთეთ თქვენი ელექტრონული მოწყობილობა ალუმინის ქაღალდში (ფოლგა). ან, ალტერნატიულად, პოლიეტილენის პარკში. ეს იქნება ბარიერი ელექტრონულ მოწყობილობასა და გამტარ ალუმინის ფენას შორის. ასევე, პარკს ან ფოლგას შეუძლია დაიცვას მოწყობილობა წყლისგან. შესაძლებელია ხელსაწყოს ტილოში გადახვევა წინასწარ, რათა ბასრმა კიდეებმა არ დააზიანოს პარკი და ალუმინის ფოლგა, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი.
მოწყობილობა ფრთხილად შეფუთეთ ალუმინის ფოლგაში. ალუმინის ფოლგა გადაიქცევა გამტარ ფენად. ფოლგა არ უნდა იყოს დახეული, მთელი მოწყობილობა უნდა იყოს გახვეული ფოლგაში. გადაახვიეთ მოწყობილობა ფოლგაში ხელებით ისე, რომ ხარვეზები არ დარჩეს. ეს იქნება ფოლგის სამი ფენიდან პირველი.
ფოლგა არის გამტარი ფენა. მეტალის ფენა ატარებს გამოსხივებას, ხოლო ცელოფანი ან საკვები პარკი არის საიზოლაციო ფენა, რომელიც ხელს უშლის რადიაციის მიღწევას მოწყობილობაში.
საკვები პარკის და ალუმინის ფოლგის ფენები მონაცვლეობით შემოახვიეთ. მოწყობილობის თითოეული სანტიმეტრი უნდა იყოს დაფარული ალუმინის ფოლგის მინიმუმ სამი ფენით. დაცვა კიდევ უფრო საიმედო გახდება, თუ ალუმინის ფენებს შორის საკვები პარკის ფენები იქნება. ეს ახვევს თქვენს მოწყობილობას გამტარ და არაგამტარ მასალების ალტერნატიულ ფენებში, იცავს მას მავნე ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან.
ფარადეის გალია საჭიროა ელექტრონული მოწყობილობების EMP-ის (ელექტრომაგნიტური პულსის) ზემოქმედებისგან დასაცავად. ეს არის რადიაციის მაღალი ინტენსივობის მუხტი, რომელიც მოდის იარაღიდან ან რადიაციის ძლიერი ბუნებრივი წყაროდან (როგორიცაა მზე). თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფარადეის გალია, რათა შეაჩეროთ მობილური ტელეფონის ან რადიოს სიგნალების მიღება. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ დაცვის ნაკლები ფენა, რადგან ასეთი გამოსხივება გაცილებით სუსტია, ვიდრე EMP პულსი.თუ ფენები ერთმანეთთან არის შეკრული, როგორიცაა წებო, თქვენი ფარადეის გალია გაძლიერდება, მაგრამ უფრო რთული იქნება ასეთი კონსტრუქციის ამოღება.
როგორ გააკეთოთ დიდი ფარადეის გალია
იპოვნეთ შესაბამისი ზომის გამტარი კონტეინერი. უჟანგავი ფოლადის ნაგვის ურნა მჭიდროდ დახურული სახურავით გამოდგება. შეგიძლიათ მოძებნოთ სხვა ლითონის კონტეინერები ან ქილა. ეს იქნება ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან დაცვის პირველი დონე.
მოათავსეთ პარკი კონტეინერში. როგორც კი ნაგვის ურნის ან სხვა ლითონის კონტეინერის არჩევას გადაწყვეტთ, შიგნით გადააფარეთ საკვები პარკი ან პლასტიკური პარკი. ეს დაიცავს თქვენს მოწყობილობებს ნაგვის ურნის გამტარ ზედაპირთან, ისევე როგორც ნებისმიერი სითხესთან კონტაქტისგან.
დამატებითი იზოლაციისთვის, შეგიძლიათ კონტეინერი შიგნიდან მუყაოთი მოაწყოთ.
ფარადეის გალიის ეფექტურობის გასაზრდელად შეიძლება დაემატოს ფოლგისა და პარკის რამდენიმე ფენა. რაც უფრო მეტი ალტერნატიული ფენებია, მით უფრო ეფექტური იქნება დიზაინი, თუნდაც ეს ფენები ძალიან თხელი იყოს.
ჩადეთ თქვენი მოწყობილობები შიგნით. მას შემდეგ, რაც კონტეინერში საკმარისი ფენა გექნებათ, ჩადეთ თქვენი ელექტრონული მოწყობილობები შიგნით. გარდა ამისა, თითოეული მოწყობილობა ჩასმული იყოს ცალკე პატარა ფარადეის გალიაში (მაგალითად, ალუმინის ფოლგაში). მას შემდეგ, რაც მოწყობილობები შიგნით იქნება, სახურავი შეიძლება წებოვანი ქარალდით, ან ჭანჭიკით ჩაიკეტოს გალიის სიმტკიცის მისაცემად.
წყარო: wikihow