როგორ მოვამზადოთ ვაშლის ძმარი მარტივად
ვაშლი კარგად გარეცხეთ, გახეხეთ ან დაჭერით პატარა კუბიკებად. შემდეგ შეავსეთ ვაშლი თბილი წყლით ისე, რომ ოდნავ დაფაროს კონტეინერში არსებული შიგთავსი. შემდეგ, ჩაყარეთ მთელი შაქარი ვაშლში და დადგით თქვენი მომავალი ძმარი ორი-სამი კვირის განმავლობაში ბნელ, თბილ ადგილას.
აუცილებლად მოურიეთ ვაშლებს ყოველდღე.
როდესაც საჭირო დრო გავა, მარლაში გადაწურეთ მთელი სითხე, რომელსაც მიიღებთ კონტეინერში. დატოვეთ ძმარი იმავე პირობებში თბილ, ბნელ ადგილას კიდევ ორი კვირის განმავლობაში.
თუ ფსკერზე ნალექი დაგხვდებათ, არ ინერვიულოთ, ცუდი არაფერია. ამ შემთხვევაში, უბრალოდ გადაწურეთ ვაშლის ძმარი მარლით ხელახლა.
ხელნაკეთი და ჯანსაღი ვაშლის ძმარი, რომელიც ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას, მზად არის.