საუკეთესო მეთოდი, თუ როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი და მოვლილი ფეხები - rogor.ge

საუკეთესო მეთოდი, თუ როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი და მოვლილი ფეხები

პედიკიური სახლში

თქვენ შეგიძლიათ გაიკეთოთ პედიკური სახლში, ამ გზით დაზოგავთ ცოტა ფულს.

პროცედურა:

ჯერ ფეხები გააჩერეთ თბილ წყალში, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ცოტა ზღვის მარილი. დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ ფეხები წყლიდან და კარგად გაიშრეთ. მოიწესრიგეთ ფრჩხილები, წაისვით კრემი და წაისვით თქვენთვის სასურველი ფრჩხილის ლაქი.

1-1669834114.jpg

როგორ გამოვიყენოთ პედიკიურის ხელსაწყოები პროფესიონალურად

მასაჟი

მასაჟი ყოველდღე ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ შესანიშნავია. გარწმუნებთ, რომ ამით გაითავისუფლებთ დღის მთელ დაძაბულობას. შეეცადეთ ეს გააკეთოთ ძილის წინ.

masaj-1669834134.jpg

კომფორტული ფეხსაცმელი

მთელი დღე დადიხართ აქეთ-იქით? საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეგიძლიათ მიიღოთ, არის კომფორტული ფეხსაცმლის შეძენა. იყიდეთ ნახევარი ზომით უფრო დიდი, დიდხნიანი გასეირნების შემდეგ (ისინი დიდდებიან) პრობლემა არ შეგექმნებათ.

როგორ ვიგრძნოთ თავი კომფორტულად, როდესაც დიდხანს გვიწევს ფეხზე დგომა

გათავისუფლდით ფეხსაცმლისგან

ასევე, ძალიან ჯანსაღია თავისუფალი ფეხები და სახლში ფეხშიშველი სიარული. ეს ხელს შეუწყობს ფეხების და ტერფების გაძლიერებას. იარეთ წინდებით ცივ ამინდში, რათა თავიდან აიცილოთ გრიპი.

სპეციალური კრემი

ყოველდღიურად წაისვით კრემი ცოტა შაქრით და შეიზილეთ ქუსლები. ხახუნის შედეგად თქვენ მოიცილებთ მკვდარ უჯრედებს.

ბანანი

აურიეთ ორი ბანანი პასტის სახით და დაბანის შემდეგ წაისვით ქუსლებზე. გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ მოიცილეთ თბილი წყლით. ცვლილებებს მაშინვე შეამჩნევთ!

წყარო: sharingideas.me