როგორ ვუმკურნალოთ მსხვრევად და ბოლოებში გაყოფილ თმას
1/4 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 1 ბანანი და 2 კვერცხის ცილა მოათავსეთ თასში და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით ბოლოებზე ნაზი მასაჟით, გაიჩერეთ 30 წუთი და დაიბანეთ თმა ჩვეულებისამებრ.
1/2 ჭიქა აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი აურიეთ. წაისვით ბოლოებზე ნაზი მასაჟით, დაიდეთ შხაპის ქუდი ან პირსახოცი სითბოს შესანარჩუნებლად, გაიჩერეთ 30 წუთი და დაიბანეთ თმა ჩვეულებისამებრ.
შეურიეთ 1 ავოკადო და 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით ბოლოებზე, ნაზად შეიზილეთ, გაიჩერეთ 30 წუთი და დაიბანეთ თმა ჩვეულებისამებრ.
ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც იწვევს ბოლოების გაყოფას:
- თმის გადაჭარბებული სიხშირით დაბანა;
- მზის, სიცხის, მტვრის და დაბინძურების ზემოქმედება;
- სპრეების და გელების გამოყენება;
- თმის დაბანა ცხელი წყლით;
- უხარისხო სავარცხლის გამოყენება;
- მოვლის ნაკლებობა;
- ისეთი ქიმიური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა საღებავები და სხვა.
წყარო: sharingideas.me