როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კლიმაქსის პერიოდი გვეწყება - rogor.ge

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კლიმაქსის პერიოდი გვეწყება

წონაში მატება. წონის მატება საკმაოდ ხშირია კლიმაქსის დროს და ის თანდათანობით ხდება. დაბერების დროს სხეულის ცხიმის განაწილებისას ცვლილებები ხდება, რის გამოც ცხიმი უფრო მეტად გროვდება მუცლის არეში. უნდა იკვებოთ ჯანსაღად და ივარჯიშოთ დღეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.

სუსტი ძვლები. კლიმაქსის დროს, საკვერცხეები წყვეტენ ჰორმონების გამომუშავებას, რომელსაც ეწოდება ესტროგენები და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძვლების სიმტკიცეზე. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი ძვლების მდგომარეობა კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებით, ასევე ყოველდღიურად გარკვეული ფიზიკური აქტივობით.

2-1669286164.jpg

განწყობის ცვალებადობა. კლიმაქსის დროს ჰორმონალური რყევები ხშირად იწვევს ქიმიურ ცვლილებებს ტვინში, რის გამოც ხშირია განწყობის ცვალებადობა. ამიტომ მოულოდნელად გრძნობთ სევდას, შფოთვას, ბრაზს, დაუცველობას და დაღლილობას.

უძილობა. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ესტროგენისა და პროგესტერონის დაქვეითებასთან და ასევე, ემოციურ არასტაბილურობასთან.

4-1669286190.jpg

სიცხოლე და ოფლიანობა. ეს გამოწვეულია სხეულის ტემპერატურის უეცარი მატებითა და ვარდნით, რაც იწვევს გულის აჩქარებას, შფოთვის გრძნობას, დაძაბულობას და შიშს.

როგორ უნდა იკვებოთ, თუ სამსახურში მთელი დღე ზიხართ?

წყარო: sharingideas.me