როგორ უნდა იკვებოთ, თუ სამსახურში მთელი დღე ზიხართ? - rogor.ge

როგორ უნდა იკვებოთ, თუ სამსახურში მთელი დღე ზიხართ?

საოფისე კვების საფუძვლები

სკამზე გამუდმებული ჯდომა - ეს კუნთების უმცირესი დატვირთვაა, ხერხემლის სტატიკური დაძაბულობა, სისხლის მოძრაობის დარღვევა, ნაწლავების მუშაობის შენელება და შედეგად - შეკრულობა ან ფაღარათია.

ძალიან ცოტა ადამიანი დადის სამსახურის შემდეგ სავარჯიშო დარბაზებში და ასევე ცოტა მიდის სახლში ფეხით; უმეტესობა ჯდება ავტომობილში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვეულ სავარძელში. ასეთი ცხოვრების წესის შედეგად ჩნდება ცელულიტი, ზედმეტი წონა და ჯანმრთელობის პრობლემები.

გონებრივი შრომით დატვირთული ადამიანები, ძირითადად, ტვინით მუშაობენ და ცოტას ხელებით - წერენ ან კრეფენ კომპიუტერით. ამ შემთხვევაში ენერგიის აქტიური მომხმარებელი არის ტვინი და შინაგანი ორგანოები - ფილტვები და გული; კუნთები ამ დროს, ძირითადად, ისვენებს.

ტვინი "ჭამს" მხოლოდ გლუკოზას; აი, ცხიმები და ცილები ძალიან ცოტა იხარჯება. ამიტომაც ადამიანისთვის, რომელიც გონებრივად შრომობს, არ არის რეკომენდებული ნახშირწყლებითა და ცხიმით მდიდარი საკვების მიღება.

ნახშირწყლები უნდა მიეწოდოს ტვინს თანაბრად, მკვეთრი ცვლილებების გარეშე. თუ თქვენ მიეძალებით ისეთ მსუბუქ ნახშირწყლებს, როგორებიც არის: კანფეტები, შაქარი და ნამცხვრები, - გლუკოზა დიდი პორციებით მოხვდება სისხლში. მთლიანად მას ტვინი ვერ გადაამუშავებს - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაწილს ორგანიზმი მარაგისთვის გადაინახავს.

სხვა საქმეა - რთული ნახშირწყლები: ბურღულეულის სახამებელი. ის ნელა გამოყოფს გლუკოზის პორციებს, რაც ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს შრომისუნარიანობა და აღიდგინოს ძალები. ასე რომ, მისთვის, ვინც ჯდომით ცხოვრების წესს მისდევს, საუკეთესო საუზმე იქნება მიუსლი (უმჯობესია დანამატების გარეშე, მხოლოდ ერთი კოვზი თაფლით), თხილი, სხვა ფაფები.

ოფისში მომუშავე ადამიანები ნაკლებად გაკაჟებულები არიან, ისინი ხომ მთელი დღე სითბოში სხედან და მკვეთრ ტემპერატურულ ცვლილებებს არ განიცდიან. ამიტომაც მათი იმუნიტეტი სიძლიერით ვერ დაიკვეხნის. იმისათვის, რომ იმუნური სისტემის ცილები განახლდეს, აუცილებელია საკვები ცილის მიღება - ეს არის აგურები, რომლითაც იმუნური ცილები შენდება.

მაგრამ ცილის მოჭარბება უმოძრაობისა და სუსტი პერისტატიკის გამო ნაწლავებში საკვების ლპობას გამოიწვევს. ამიტომაც ცილის პორციის მიღება შეამცირეთ დაახლოებით 100 გრამამდე - ეს მომცრო ზომის კატლეტი, ქათმის ბარკალი ან თევზის ნაჭერია. უმჯობესია, თევზი, უცხიმო ხორცი ან რძის ნაწარმი მიირთვათ. მცენარეული ცილები რთულად შეითვისება ორგანიზმის მიერ.

ცხიმები შეარჩიეთ მცენარეული. ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით - მშვენიერი სამხარია. დილით, როცა აუცილებელია მთელი დღის ენერგიის მარაგის მიღება, შესაძლებელია ხარისხიანი კარაქის მირთმევაც. განაგრძეთ კითხვა