როგორ დაიცვათ მსუბუქი და გემრიელი - მანდარინის დიეტა და დაიკლოთ წონაში ახალ წლამდე - rogor.ge

როგორ დაიცვათ მსუბუქი და გემრიელი - მანდარინის დიეტა და დაიკლოთ წონაში ახალ წლამდე

მანდარინით წონის დაკლება უფრო მარტივი ტექნიკაა ახალი წლის წინ, რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოსაშორებლად. ამავდროულად, ცოტა უნდა შეცვალოთ თქვენი კვების ჩვევები. მანდარინის დიეტით სტანდარტული დიეტის დიდად შეცვლა არ გჭირდებათ. რა თქმა უნდა, უნდა შეეცადოთ მიირთვათ მეტი ცილოვანი საკვები: საუზმეზე კვერცხი, ყველი და ხაჭო, ხოლო ვახშამზე ხორცი და თევზი. დესერტად კი ყოველ ჯერზე მიირთვით ორიოდე მანდარინი. არც ტკბილეული, არც ნამცხვრები, არც საკონდიტრო ნაწარმი და თაფლი. მხოლოდ მანდარინი!

ხემსი ასევე შეიძლება შეიცვალოს მანდარინით. და თუ გსურთ რაიმე უფრო დამაკმაყოფილებელი, დაამატეთ ცოტა ყველი, იოგურტი, ან თხილი ციტრუსოვან ხილს.

ფრთხილად იყავით მანდარინის დიეტასთან დაკავშირებით, თუ დიეტაში ციტრუსის სიმრავლის მიმართ ალერგიული რეაქცია შენიშნეთ. ასევე ფრთხილად უნდა იყოთ, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაქვთ. მაგრამ თუ შეკრულობისკენ მიდრეკილება გაქვთ, მანდარინი გამოგადგებათ. ის მდიდარია ბოჭკოებით და აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას.

წყარო: thevoicemag