როგორ ამოვიცნოთ მელატონინის ნაკლებობა - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ მელატონინის ნაკლებობა

მელატონინის ნაკლებობის ნიშნებია:

  • ინსომნია;
  • ძილიანობა დღის განმავლობაში;
  • ღამე უეცარი გამოფხიზლება;
  • ცირკადული რიტმის დარღვევები

მელატონინის ნაკლებობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა დარღვევების განვითარებასთან, როგორებიცაა:

  • დაბერების პროცესის დაჩქარება;
  • მეტაბოლური პროცესების დარღვევა;
  • ორგანიზმის ანტიოქსიდანტური მოქმედებების შეფერხება;
  • იმუნიტეტის დასუსტება;
  • წონაში მატება

მელატონინი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, იმუნური სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას, სასიცოცხლო ძალების აღდგენას, იცავს ორგანიზმს სტრესისგან, ხელს უწყობს თავის ტვინის უჯრედების განახლებას, წარმოადგენს ანტიკანცეროგენს.

ეპიფიზის მიერ მელატონინის მაქსიმუმი გამომუშავდება გარკვეულ საათებში. მისი კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს ღამის 12 საათისთვის. ამდენად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ძილის ჰიგიენას და სასურველია ხელი შევუწყოთ ორგანიზმს მის ბუნებრივ გამომუშავებაში.

იხილეთ: როგორ მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი