როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს დეოდორანტისგან დატოვებული ლაქები
მარილი. აურიეთ 1 ლიტრი ცხელი წყალი და 4 სუფრის კოვზი მარილი, სანამ არ გაიხსნება. შემდეგ ნარევში დაასველეთ ღრუბელი და დაადეთ ლაქას.
ლიმონი. თანაბარ ნაწილად აურიეთ ლიმონის წვენი და წყალი. ნარევი წაუსვით მოსაშორებელ ლაქას, ასევე, დაამატეთ1 ჩაის კოვზი სოდა და სკრაბი. ბოლოს, გარეცხეთ ტანსაცმელი, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებთ.
ძმარი. ჯერ ტანსაცმლის ლაქაზე ასხამთ ძმარს, შემდეგ წმენდთ დალაქავებულ ადგილს სარეცხ მანქანაში მიტანამდე და რეცხავთ.
საცხობი სოდა. 4 სუფრის კოვზ სოდას ურევთ 1/4 ჭიქა თბილ წყალში. შემდეგ, დალაქავებულ ადგილს წმენდთ და 2 საათის განმავლობაში აჩერებთ. ბოლოს ტანსაცმელს ჩვეულებრივად რეცხავთ.
ასპირინი. გახსენით 2-3 ასპირინი 1/2 ჭიქა წყალში და კარგად აურიეთ. წაუსვით ლაქებზე და რამდენიმე საათით დატოვეთ.შემდეგ გარეცხეთ ცოტაოდენი თხევადი საპნით. ბოლოს დაზიანებული ადგილები ფუნჯით გაწმინედთ, დეოდორანტის ლაქების მოსაშორებლად.
წყარო: sharingideas.me