უსაფრთხოების 5 კითხვა, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს თქვენი შვილის სიცოცხლე - rogor.ge

უსაფრთხოების 5 კითხვა, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს თქვენი შვილის სიცოცხლე

რას გააკეთებ, თუ შენი მშობლები შინ არ არიან და ვინმე ცდილობს კარის გაღებას?

112-ში დარეკვამდე ბავშვმა უნდა დაურეკოს მშობლებს. სამაშველო სამსახურის გამოძახება შესაძლებელია მშობლების დარეკვის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში, მშობლებს შეუძლიათ დარეკონ და უთხრან მეზობლებს.

აიღებ თუ არა ტკბილეულს, რომელსაც უცნობი ადამიანი გთავაზობს?

დაუშვებელია უცხო ადამიანებისგან საკვების, სათამაშოების ან სხვა ნივთების აღება. ასწავლეთ თქვენს შვილებს, რომ მათ შეუძლიათ დროდადრო მიიღონ მეზობელი მოხუცი ქალბატონის ან ნაცნობი ადამიანისგან ტკბილეული, მაგრამ არა უცხოსგან.

რას გააკეთებ, თუ ავი ძაღლების ხროვა გამოგეკიდა?

აქ მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ცხოველების შეტევაზე პროვოცირება არ მოხდეს. ბავშვმა არ უნდა უყუროს ძაღლებს თვალებში, შეუძლია გადაიტანოს მათი ყურადღება ნებისმიერი ნივთით, როგორიცაა ქუდი, ქოლგა ან რვეული.

იხილეთ: როგორ დაიცვათ თავი ქუჩაში მაწანწალა ძაღლების თავდასხმისგან

რა უნდა გააკეთო, თუ სახლში გაზის სუნს იგრძნობ?

თქვენმა შვილმა დაუყოვნებლივ უნდა გააღოს ფანჯრები, დატოვოს სახლია, წავიდეს მეზობლებთან და გამოიძახოს სახანძრო სამსახური.

რა უნდა გააკეთო, თუ ვინმე გემუქრება ინტერნეტიდან?

ასწავლეთ, რომ არ დაემორჩილოს პროვოკაციებს და მუქარას. თუ ბავშვს ვინმე ემუქრება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მშობლებს. თითოეული მშობლის მოვალეობაა შვილებთან ნდობის ურთიერთობის დამყარება მის პირად ცხოვრებაში შეჭრის გარეშე.

წყარო: sharingideas.me