როგორ შევადგინოთ ეფექტური CV
პირადი ინფორმაცია: CV–ის წერას ვიწყებთ: სახელისა და გვარის, დაბადების თარიღის, საცხოვრებელი ადგილისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით. სასურველია, რომ ფაილს თან სტანდარტული (3x4) ფოტო-სურათი დაერთოს.
განათლება და კვალიფიკაცია: ამ პუნქტში უნდა მიუთითოთ სასწავლებლის (საშუალო, უმაღლესი) დასახელება, სერთიფიკატების შესახებ, რომლებიც მიგიღიათ ნებისმიერი სახის საქმიან კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სხვადასხვა პროექტებში. გაითვალისწინეთ, რომ CV-ში მოვლენები ქრონოლოგიურად უნდა იყოს დავალეგული უახლესიდან-ძველისკენ.
სამუშაო გამოცდილება: შეეცადეთ, რომ მიღებული გამოცდილება დააკავშროთ შესაბამის ვაკანსიასთან. თუკი მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, მაშინ მიუთითეთ ნებისმიერ ტრენინგებსა თუ კურსებზე, რომლებში მონაწილეობითაც მიიღეთ ვაკანსიისათვის შესაბამისი გამოცდილება. (ასეთ შემთხვევაში, განათლებისა და კვალიფიკაციის ქვეპუნქტში არ არის საჭრო იმავეს მითითება)
მიღწევები: მიუთითეთ თქვენი რამე მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ, რომელიც თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია კარიერისათვის. ინტერვიუერისათვის ეს პუნქტი ყოველთვის დამაინტერესებელია. იგი უნდა იყოს მოკლე, ლაკონური და თემასთან მაქსიმალურად დაახლოებული.
უნარ–ჩვევები: კომპიუტერული, ენობრივი და პერსონალური. ეს პუნქტი უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური და დადებითი. [u]კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში[/u] „საოფისე პროგრამების“ მითითების დროს აუცილებელია, რომ ნამდვილად იცოდეთ ისინი. საჭროა დაკონკრეტება, კომპიუტერული პროგრამებიდან რომელს ფლობთ ყველაზე უკეთ. მაგ. „საოფისე პროგრამების“ მითითებისას გვერდით აღნიშნეთ -> Word, Excel, PowerPoint და ა.შ. ამით გაუგებრობას და უხერხულობასაც აიცილებთ თავიდან და დამსაქმებელსაც არ შეიყვანთ შეცდომაში. [u]ენობრივი უნარ–ჩვევების[/u] მითითებისას საჭიროა ენებისა და მათი ცოდნის ხარისხის დაკონკრეტება. მაგ. ქართული (მშობლიური), ინგლისური (კარგი), რუსული (საბაზისო/სასაუბრო) [u]პერსონალური დახასიათებისას[/u] მოკლედ აღნიშნეთ თქვენი დადებითი, პოზიტიური თვისებები: კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზბულობა, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა და ა.შ.
შაბლონები სამუშაოს სახეობის მიხედვით Word-ის ფორმატში იხილეთ აქ უბრალო შაბლონები სამუშაოს სახეობის მიხედვით იხილეთ აქ ზოგადი ფორმის რეზიუმეს ნიმუშები იხილეთ აქ სხვადასხვა სიტუაციაზე მორგებული რეზიუმეს ფორმების ნიმუშები იხილეთ აქ
იმისათვის, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ დარჩეს გამოუყენებლად, გთავაზობთ საქართველოში პოპულარულ CV-ს შედგენის 2 სტილს, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება მხოლოდ თქვენ გემოვნებასა და დამსაქმებლისთვის ინფორმაციის სასურველი გზით მიწოდების წესზეა დამოკიდებული. | პირველი შაბლონის ბმული | | მეორე შაბლონის ბმული |
იხილეთ CV-ის შედგენის მეორე ნაწილი