როგორ მოვაშოროთ ცხოველის ბეწვი შავ ტანსაცმელს - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ ცხოველის ბეწვი შავ ტანსაცმელს

წებოვანი ლენტი. ალბათ, ყველაზე ცნობილი გამოსავალი არის კარგი წებოვანი ლენტი. უბრალოდ დაადეთ "წებოვანი" მხარე თქვენს ტანსაცმელზე და შემდეგ ააძრეთ. თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ პროცესი იგივე ლენტით, სანამ ლენტი ძალიან ბევრ ბეწვს არ აიკრობს.

1-1667482975.jpg

სამზარეულოს ღრუბელი. ასევე პოპულარული მეთოდია ნესტიანი სამზარეულოს ღრუბლის გამოყენება შავ ტანსაცმელზე ბეწვის მოსაშორებლად. თუმცა, ფრთხილად იყავით: ამ მიზნით ყოველთვის გამოიყენეთ ღრუბლის რბილი მხარე, რადგან უხეშმა მხარემ შეიძლება დააზიანოს ფაქიზი ქსოვილი.

2-1667482989.jpg

საპარსის პირი დაგეხმარებათ ტანსცმლიდან თმის მოშორებაში. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ეს მოითხოვს მოთმინებას. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ საპარსის პირით არ გაჭრათ ტანსაცმელი.

3-1667483002.jpg

წებოვანი საწმენდი. სპეციალურად ამ ამოცანისთვისაა შექმნილი, მისი შეძენა შეგიძლიათ ბაზრობაზე. ძალიან პრაქტიკული და ეფექტურია.

4-1667483050.jpg

რეზინის ან ლატექსის ხელთათმანები. თმის მოცილების ძალიან სასარგებლო მეთოდია რეზინის ხელთათმანები. როდესაც ხელთათმანის ხელს ქსოვილს ჩამოუსვამთ, წარმოქმნილი ხახუნი საკმარისია იმისათვის, რომ მოაცილოთ ბეწვი.

5-1667483062.jpg

წყარო: sharingideas.me