როგორ გავასუფთავოთ სამზარეულო მარილის საშუალებით ეფექტურად
ტაფები და უჯრები. თქვენ უბრალოდ უნდა მოაყაროთ მარილი ზედაპირზე, დაელოდოთ 5 წუთი და გაწმინდოთ მშრალი ღრუბლით ან ქაღალდის პირსახოცით. გარეცხეთ ცხელი საპნიანი წყლით.
ნიჟარა. უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, ჩაყარეთ 1/2 ჭიქა მარილი სანიაღვრეში და დაასხით ცივი წყალი რამდენიმე წუთის განმავლობაში. გააკეთეთ კვირაში 1-ჯერ.
მოიცილეთ თევზის სუნი. მოაყარეთ ტაფას მარილი და დაასხით ცხელი წყალი. გააჩერეთ 30 წუთი და ჩამორეცხეთ.
მაცივარი. მაცივრის ლაქების მოსაშორებლად, შეურიეთ 1/4 ჭიქა მარილი 1 ჭიქა წყალში. დაასველეთ ქსოვილი ნარევით და როგორც კი მაცივარი დაცარიელდება, გაასუფთავეთ ყველა კუთხე.
ყავის ლაქები და ნარჩენები. თუ თქვენი ყავის მადუღარას ყავის ლაქები აქვს შერჩენილი, შეავსეთ ყინულის ნაჭრებით და დაამატეთ 1/3 ჭიქა მარილი. ენერგიულად შეანჯღრიეთ ხის კოვზით, დაელოდეთ ყინულის დნობას და ჩვეულებრივად ჩამორეცხეთ.
ჭიქა. თუ თქვენი ჭიქები დალაქულია, დაფარეთ ძირი მარილით. ნესტიანი ქსოვილით გაასუფთავეთ შიგნიდან, სანამ ლაქები არ გაქრება. ბოლოს ჩამორეცხეთ ცივი წყლით.
წყარო: sharingideas.me