როგორ მოვიყვანოთ კამა (ბაღში) - rogor.ge

როგორ მოვიყვანოთ კამა (ბაღში)

 

სინათლე - კამის მოყვანა კვალში შეიძლება ნაწილობ დაჩრდილულ ადგილას, მაგრამ უკეთესი შედეგისათვის დიდი რაოდენობით მზის შუქია საჭირო.

 

Ph ნიადაგის მჟავიანობა - 5.5-7.0, ზედმეტადტენიან ნიადაგებზე კამა ყვითლდება ან წითლდება.

 

მორწყვა - კამა გვალვაგამძლეა, მაგრამ რეგულარული მორწყვა მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავალს. გარდა ამისა, ტენიანობის უკმარისობა იწვევს მცენარის გაყვითლებას. მორწყვა აუცილებელია კვირაში 1-2, რაოდენობით - 6ლიტრი 1მ²-ზე.

 

დასათესად მომზადება - კამის ადრეული ამოსვლას შეიძლება მივაღწიოთ წამოზრდილი თელსების დათესვით. ამისათვის საჭიროა კამის თესლებს ჩაუტარდეს დათესვამდე რამდენიმე პროცედურა.

 

სასუქი - შემოდგომაზე კვალში კამას აწვდიან 1მ²-ზე: 15 გრამ ამიაკის გვარჯილას, 10 გრამ სუპერფოსფატს, 10 გრამ კალიუმის მარილს, 2-3 კგ ორგანიკას. ამასთან ერთად, კვალს ბარავენ 25 სმ-ის სიღრმეზე. მცირე ზრდისას კამას სჭირდება 1-2 კვება: 25 გრამი გვარჯილა და კალიუმის მარილი 10 ლიტრ წყალზე, 4 მ²-ის ფართობის კვალზე მისაწოდებლად. საკვების მიწოდების შემდეგ მცენარეს ჯეროვნად რწყავენ სუფთა წყლით. კამის ფოთლებში გროვდება დიდი რაოდენობით ნიტრატები, ამიტომ არ შეიძლება აზოტოვანი სასუქებით განებივრება, კამის ჩრდილში გაზრდა ან ახლო-ახლო დათესვა.

 

კარგი წინამორბედები - კამისათვის კარგ წინამორბედებად ითვლება: კომბოსტო, პომიდორი, კიტრი.

 

ცუდი წინამორბედები - კამისათვის ცუდ წინამორბედებად ითვლება: სტაფილო, ოხრახუში, ნიახური.

 

დათესვის ვადები - თესლები იზრდება +2 - +5 °С-ზე, ამიტომ კამის დათესვას იწყებენ აპრილის ბოლოში - მარტის დასაწყისში. მოსავლის თანმიმდევრულად ასაღებად კამას თესავენ 3-4 ჯერ ზაფხულის განმავლობაში (20 დღის ინტერვალით) კამის დათესვა შეიძლება ზამთრისთვისაც, ოქტომბრის ბოლოში - ნოემბრის დასაწყისში, მოსავლის გაზაფხლზე ნაადრევად მისაღებად.

 

დათესვის სქემა - დაშორება კვალებს შორის უნდა იყოს 20 სმ. თესლის მოფანტვის ნორმა 1-2 გრამი 1 მ²-ზე

 

დათესვის სიღრმე - კამის თესლებს თესავენ 2 სმ-ის სიღრმეზე.

 

მოვლა და მოყვანა - კამის მოვლა გამოიხატება რეგულარულ და გვალვის დროს გახშირებულ მორწყვებში. თუ კამა მოგყავთ მწვანილისათვის, მაშინ მისი მოკრეფა საჭიროა, როცა მცენარე მიაღწევს 15-20 სმ სიგრძეს. ძალიან გახშირებულ ნათესებში კამის ზრდა ფერხდება.

 

პრობლემები - ბევრი მცენარე ერთად დათესვის შემთხვევაში ახერხებს თავის დაცვას დაავადებებისა და მავნებლებისაგან.

 

კამის სახეობები: ადრეული სახეობები: Аврора, Ажур, Атаман, Вологодские кружева, Гренадер, Грибовский, Дальний, Пикантный, Преображенский, Раннее чудо, Самоцвет, Туркус, Ударник, Эста. საშუალო ზრდის სახეობები: Геркулес, Дилл, Иней, Отличный Семко, Севастопольский. გვიანი ზრდის სახეობები: Борей, Кибрай, Узоры, Мораван, Салют, Кутузовский.