რა ფერის სამოსით უნდა შევხვდეთ კურდღლის წელს? - rogor.ge

რა ფერის სამოსით უნდა შევხვდეთ კურდღლის წელს?

ცისფერი

ცისფერი წყალს მოგვაგონებს, რის გამოც ეს ფერი კურდღლის ფავორიტად ითვლება. მოდის ინდუსტრიაში ამ ფერის გარდამავალი ჩრდილები აქტუალურობას დღესაც არ კარგავს. გირჩევთ ლუქი ააწყოთ ატლასის ტექსტურებთან შეხამებით. ამ სეზონზე ეს საუკეთესო არჩევანია.

ღია და მუქი ყავისფერი

ეს ფერები მომავალი წლის სიმბოლოს ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. უპირატესობა მიანიჭეთ თქვენს კანთან შედარებით ერთი ტონით ღია ან მუქი ფერის სამოსს. ამ ფერებში შერჩეული ლუქი არამხოლოდ მიმზიდველსა და ელეგანტურს გახდის თქვენს ვიზუალურ მხარეს, არამეს კურდღლის კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ.

მწვანე

ღია მწვანე მდელოსა და ბალახს მოგვაგონებს, ეს არის კურდღლის ბუნებრივი ჰაბიტატი. ამიტომაც უმჯობესია, არჩევანი შეაჩეროთ მუქ, ზურმუხტისფერ ფერზე. განაგრძეთ კითხვა