მარტივი რჩევები, თუ როგორ გახდეთ ფრილანსერი - rogor.ge

მარტივი რჩევები, თუ როგორ გახდეთ ფრილანსერი

ვინ არის ფრილანსერი?

310858707-1543102829484503-2835141069904176003-n-1666787327.png

ფრილანსერი არის თავისუფალი, შტატგარეშე სპეციალისტი, რომელიც დამოუკიდებლად ეძებს სამუშაოს და თანამშრომლობს სხვადასხვა მომხმარებელთან.მას არ ჰყავს ერთი მუდმივი დამსაქმებელი და შეუძლია რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა.ფრილანსერები ჩვეულებრივი თანამშრომელისგან განსხვავებით, დამოუკიდებლად განსაზღვრავენ სამუშაო საათებსა და გრაფიკს, შესაბამისად თვითონვე განსაზღვრავენ შესრულებული დავალების ანაზღაურებასაც.

პლუსები:

  1. იმუშავებთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. სამუშაოს შესასრულებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ნოუთბუქი და ინტერნეტი. ასევე, სამოგზაუროდ წასვლისთვის არ დაგჭირდებათ ლოდინი შვებულების ასაღებად. თქვენ თავისუფლად შეძლებთ გადაადგილდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ქალაქსა თუ ქვეყანაში ყოველგვარი მიჯაჭვულობისა და ვალდებულებების გარეშე.
  2. თქვენ თავად ადგენთ სამუშაო გრაფიკს. თუ თქვენთვის დილით გაღვიძება სირთულეს წარმოადგენს, შეგიძლიათ დღის მეორე ნახევრიდან, ან სულაც გვიან ღამით შეუდგეთ საქმის შესრულებას. თქვენ თავად ადგენთ სამუშაო განრიგს, მთავარია დაიცვათ კლიენტის მიერ დათქმული ვადა.
  3. არ ხართ დამსაქმებლის არჩევაში შეზღუდული. ფრილანსერობის ერთ-ერთი საუკეთესო მხარეა, შესაძლებლობა სხვა ქვეყნის წარმომადგენელ დამსაქმებელელთან თანამშრომლობისა.
  4. მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობა. სხვადასხვა მიმართულებით პროექტებზე მუშაობა თქვენ სამუშაოს რუტინად არ აქცევს, შესაბამისად ამოცანების მრავალფეროვნება საშუალებას მოგცემთ იყოთ მუდმივ დინამიკაში.
  5. ახალი ნაცნობობა. სხვადასხვა პროექტებზე მუშაობისას, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ ახალი,საინტერესო ადამიანებისგან შემდგარი დიდი სანაცნობო წრე.

მინუსები:

  1. მაღალი კონკურენცია. კარგი პორტფოლიოს გარეშე რთულია შეკვეთების მიღება, ამიტომ გირჩევთ გაიაროთ შესაბამისი კურსები და მუდმივად განვითარდით.
  2. არ არის გარანტია. შესაძლებელია მომხმარებლის თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ და პროექტის დასრულების შემდეგ თანხა არ გადაგიხადონ. გირჩევთ თავიდანვე მოსთხოვოთ შესასრულებელი სამუშაოს თანხის გარკვეული რაოდენობა, რათა გაწეული შრომა და დრო ფუჭად არ დაკარგოთ.

როგორ გავხდეთ ფრილანსერი?

312539735-819212792732058-7643530863414877247-n-1666787730.jpg

დაზოგეთ ფინანსები. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, თქვენ მოგიწევთ მიღებული შემოსავლები მოახმაროთ თქვენივე უნარების განვითარებასა და კარგი, მიმზიდველი პორტფოლიოს შექმნას. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ფინანსების დაზოგვა, სასურველია იქონიოთ ყულაბა. გაითვალისწინეთ, პირადი მოხმარების გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გამოყავით ცალკე თანხა.

რაციონალურად შეაფასეთ შესრულებული სამუშაოს ღირებულება

  1. ფოკუსირდით ბაზარზე თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და შეისწავლოთ საფონდო ბირჟაზე არსებული ფასები.
  2. გამოთვალეთ საათობრივი ღირებულება. თქვენი უნარებიდან გამომდინარე, განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი თვიური შემოსავალი და გაყავით სამუშაო საათების რაოდენობაზე.

წიგნები, რომლებიც დაგეხმარებათ დამკვეთებთან მოლაპარაკებაში:

  1. Start with no - Jim Camp
  2. Everything is negotiable - Gavin Kennedy
  3. The psychology of persuasion - Robert Cialdini
  4. The art of explanation - Lee LeFever
  5. How to talk to absolutely anyone - Mark Rhodes

თიკო ღაჭავა