როგორ ვსვათ ლიმონიანი წყალი იმისათვის, რომ დავიკლოთ წონაში - rogor.ge

როგორ ვსვათ ლიმონიანი წყალი იმისათვის, რომ დავიკლოთ წონაში

ჩაასხით ჭიქაში ცხელი წყალი და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი. ერთი ჭიქა დალიეთ დილით, უზმოზე, მეორე – საღამოს, ძილის წინ. ლიმონის წვენს შარდმდენი თვისება აქვს, რაც დადებითად აისახება ღვიძლისა და თირკმლის მუშაობაზე.

ჩაანცვლეთ ჩვეული ტკბილი გაზიანი სასმელები ან კალორიული ყავის კოქტეილიბი ცივი ლიმონიანი წყლით. ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება ძალზედ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ წონაში დაკლება გინდათ. დამუშევებული სამელების უმეტესობაში შედის კონსერვატები, რომლებიც ძალიან მავნებელია მთლიანად ორგანიზმისთვის და რა თქმა უნდა, ხელს უწყობს წონის მატებას.

გაავსეთ ბოთლი (რომლის გამოყენებაც მრავალჯერადად შეიძლება), წყლით და ჩააგდეთ მასში ლიმონის რამდენიმე ნაჭერი, ასევე ქორფა პიტნის ფოთლები. შედგით მაცივარში მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და მთელი დღის განმავლობაში სვით.

სვით დაახლოებით 240 მლ ლიმონიანი წყალი ჭამამდე 25-30 წუთით ადრე. ეს ნაწილობრივ დაგანაყრებთ და შეამცირებს ულუფის რაოდენობას. ბევრი ადამიანი წყურვილს შიმშილში ურევს, ამიტომაც აუცილებელია ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება, რათა უკეთ აკონტროლოთ თქვენი მადა. განაგრძეთ კითხვა