როგორ გამოვიწეროთ ტანსაცმელი ონლაინ
განსაზღვრეთ ზუსტი ზომა. თითოეულ მწარმოებელს აქვს ტანსაცმლის სხვადასხვა ზომა, ასე რომ ნუ დაეყრდნობით სტანდარტულ ზომებს. იმის გამო, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ტანსაცმლის მოსინჯვა ონლაინ შოპინგის დროს, ზუსტი გაზომვები აუცილებელია.
- ქალებმა უნდა იცოდნენ მკერდის, წელის და თეძოს გარშემოწერილობა. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გაზომვებიც, როგორიცაა სიმაღლე, მკლავის სიგრძე და ა.შ.
- მამაკაცებმა უნდა იცოდნენ გულმკერდის, კისრის, წელის ზომები. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გაზომვები, მათ შორის მკლავის სიგრძე, მხრის სიგანე და სიმაღლე.
- ბავშვების ტანსაცმლისთვის მშობლებმა უნდა იცოდნენ ბავშვის სიმაღლე, წელი და თეძოები. ახალშობილებისთვის და ჩვილებისთვის მშობლებმა უნდა იცოდნენ ბავშვის სიმაღლე და წონა. ასევე, იცოდეთ სეზონი, რომლისთვისაც ყიდულობთ.
შეამოწმეთ თითოეული ტანსაცმლის მწარმოებლის ინფორმაცია ზომებთან დაკავშირებით. მწარმოებლების უმეტესობას აქვს სტანდარტული ზომის დიაგრამა, რომელსაც იყენებენ ყველანაირი ტანსაცმლისთვის, მაგრამ ბევრი ონლაინ მაღაზია ყიდის სხვადასხვა მწარმოებლების ნივთებს. შეამოწმეთ თითოეული ტანსაცმლის აღწერა, რომლის შეძენასაც აპირებთ, რათა გადაამოწმოთ ზომები. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ერთი მწარმოებლის სტანდარტით პატარა ზომა გჭირდება, მაგრამ სხვა მწარმოებლის სტანდარტით სხვა.
გააკეთეთ სია, რაც გჭირდებათ. თუ გადაწყვეტთ ერთდროულად რამდენიმე ტანსაცმლის შეძენას, ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. ეს დაგეხმარებათ, რომ ადვილად გააკეთოთ არჩევანი. მთავარია იპოვოთ სასურველი საიტები, რომლებიც გამოგზავნიან სასურველ ნივთს თქვენს ქვეყანაში.
მოერიდეთ ყურადღების გაფანტვას. დაათვალიერეთ მხოლოდ ის ტანსაცმელი, რომელიც იცით, რომ გჭირდებათ. თუ მხოლოდ ახალი კაბის შეძენას აპირებთ, მოერიდეთ სხვა აქსესუარების თვალიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ კარგავთ დროს იმ რაღაცების სანახავად, რომელიც ნამდვილად არ გჭირდებათ ან შეიძლება შემდეგ მოგინდეთ და დახარჯოთ ზედმეტი ბიუჯეტი.
შეუნარჩუნეთ ტანსაცმელს თავდაპირველი სახე, სანამ დარწმუნდებით რომ გერგებათ. ბევრი ონლაინ მაღაზია აკეთებს უკან დაბრუნებას, მაგრამ მხოლოდ შეზღუდული დროის ფარგლებში. ამიტომ ჯერ კარგად გაისინჯეთ, არ მოხსნათ თეგები და იარლიყები, რადგან ამან შეიძლება შეაფერხოს ნივთის დაბრუნების შესაძლებლობა.
წყარო: wikihow.com