6 რჩევა, თუ როგორ იყოთ ბედნიერი მარტოხელა ქალი - rogor.ge

6 რჩევა, თუ როგორ იყოთ ბედნიერი მარტოხელა ქალი

კონცენტრირდით საკუთარ თავზე

ისწავლეთ საკუთარ თავთან განმარტოება. თქვენ თქვენი დროის დიდ ნაწილს ატარებთ თქვენს თავთან, ვიდრე სხვასთან, ამიტომაც დროა ისწავლოთ სიამოვნების მიღება საკუთარ თავთან კომუნიკაციით. ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოთ კომფორტი საკუთარ თავთან მეტი დროის გატარებით და გააცნობიეროთ, რომ ამისთვის საჭირო არ არის მუდმივად სხვა ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. საბოლოოდ, თქვენს თავში აღმოაჩენთ იმ თვისებებს, რომლებიც გიყვართ ან გსურთ რომ შეცვალოთ. საკუთარი თავის აღმოჩენის ეს პროცესი შეუფასებელია მათთვის, ვისაც სურს იყოს ბედნიერი მარტოხელა ქალი.

გაიჩინეთ ახალი ინტერესის სფერო ან ჰობი

იყოთ მარტოხელა, ნიშნავს რომ გაქვთ უნარი დიდი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს. ახლა სწორედ ის დროა განავითაროთ საკუთარი ინტერესები სხვადასხვა სფეროში. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე თუ რა განიჭებთ სიამოვნებას, სიხარულს ან გიღვივებთ ინტერესს. არ მისცეთ უფლება სამსახურსა და სხვა ადამიანებს იმოქმედონ თქვენს ინტერესებზე. აირჩიეთ ის,რაც განიჭებთ სიხარულს, კმაყოფილებას. ისეირნეთ ველოსიპედით, დაკავდით იოგით, ჩაეწერეთ წიგნის კლუბში, ან სამკერვალო კურსებზე.

დააფასეთ ის, რაც გაქვთ

ნეგატიური ემოცია ბადებს უფრო დიდ ნეგატივს, რაც თრგუნავს ბედნიერებას. ამის ნაცვლად მიმოიხედეთ გარშემო, დაფიქრდით საკუთარ ცხოვრებაზე და შეაფასეთ იგი. იფიქრეთ თქვენს მეგობრებზე, ოჯახზე, სამსახურზე, სახლზე, ჰობიზე, ჯანმრთელობაზე, ინტელექტზე და დააფასეთ ის, რაც უკვე გაქვთ. ყურადღება გაამახვილეთ პოზიტივზე, ეს საშუალებას მოგცემთ შეხედოთ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერს მადლიერებითა და ბედნიერებით.

განსაზღვრეთ თქვენი მოთხოვნები ურთიერთობაში.

შესაძლოა სამომავლოდ გადაწყვიტოთ ურთიერთობაში ყოფნა. მარტო ყოფნით ბედნიერების შგრძნება კი საუკეთესო რამაა, გაიგოთ, თუ რა გსურთ მიიღოთ პარტნიორისაგან. დაფიქრდით, რატომ ხართ ბედნიერები ახლა და რამ შეიძლება შეუშალოს ხელი თქვენს მომავალ ურთიერთობას. ახლა შესაბამისი დროა გაერკვეთ თუ რა გინდათ, რას ელოდებით სამომავლო ურთიერთობისაგან. ასევე კარგი დროა დააზუსტოთ, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს დაბრკოლება.

შესაძლოა გინდათ თქვენს მომავალ პარტნიორს ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. ასევე, თქვენთვის შესაფერის პარტნიორად არ თვლიდეთ ადამიანს, რომელიც უპატივცემულოდ ექცევა მომსახურე პერსონალსა და უცნობებს. გააცნობიერეთ, რომელი ასპექტებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში.

თავი გაინებივრეთ

თქვენ ბედნიერი მარტოხელა ქალი ხართ, რაც დაიმსახურეთ.უფრო მეტიც, თქვენ ხშირად უნდა გაანებივროთ საკუთარი თავი.დროდადრო მიეცით საკუთარ თავს უფლება დახარჯოთ ფული, თუ რა თქმა უნდა ამის საშუალებას ბიუჯეტი გაძლევთ. აქციეთ ეს მცირედი გართობა თქვენი ყოველთვიური ხარჯების ნაწილად. დააყენეთ საკუთარი თავი პირველ ადგილას და გაანებივრეთ იმისთვის,რომ ასეთი საოცარი ხართ.

  • გაატარეთ დრო სპა- სალონში.
  • თვეში ერთხელ ჩაეწერეთ წარბის კორექციაზე.
  • წადით კინოში.
  • იყიდეთ ჩანთა,რომელიც დიდი ხანია მოგწონთ.
  • დაჯავშნეთ თქვენთვის ოთახი ყველაზე ლამაზ სასტუმროში.

დაიწყეთ სვლა კარიერულ კიბეზე

არ უნდა გააკეთოთ არჩევანი კარიერასა და ურთიერთობას შორის, ეს მოძველებული აზრია, რომელიც თანამედროვე ქალების რეალურ შესაძლებლობებს ზუსტად არ ასახავს. თუმცა, თქვენ, როგორც მარტოხელა ქალს უდავოდ მეტი შანსი გაქვთ ფოკუსირდეთ კარიერაზე. ამაში ხელს გიწყობთ თავისუფალი დრო და შესაძლებლობები. იმოქმედეთ, ისარგებლეთ ამ უპირატესობით კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.

მაგალითად:

  • შეიძლება ხშირად შემოგთავაზონ მოგზაურობა ან გადასვლა სხვა ქალაქში სამუშაოდ უფრო მაღალშემოსავლიან პოზიციაზე.
  • შეიძლება მოგთხოვონ ზეგანაკვეთური სამუშაო.
  • სამსახურის შემდეგ შეიძლება მიგიწვიონ ქსელურ ღონისძიებაზე.

წყარო: wikihow.com

თიკო ღაჭავა