როგორ დავიცვათ ქცევის წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტში კომფორტული მგზავრობისთვის
თან იქონიეთ სამგზავრო ბარათი. სანამ ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობას გადაწყვეტთ, გადაამოწმეთ გაქვთ თუ არა სამგზავრო ბარათი ჩანთაში. დააფიქსირეთ ბარათი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისთანავე, რათა არ შეგექმნათ უხერხული პრობლემები კონტროლიორთან და არ მოგიწიოთ დამატებითი თანხების გადახდა ჯარიმის სახით.
ნება მიეცით მგზავრებს თავისუფლად იმოძრაონ. ამგვარად, თქვენ არ ჩაკეტავთ გასასვლელს. ნება მიეცით ადამიანს, ვინც ჩასვლას აპირებს, გადმოინაცვლოს წინ. თუ ბევრ ადამიანთან ერთად დგახართ, დაიცავით რიგი ჩასვლის დროს.
ატარეთ პირბადე საჭიროების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ პოსტპანდემიური პერიოდია, საჭიროების შემთხვევაში ატარეთ პირბადე ხალხმრავლობის დროს. ასევე, შეიძლება დაგჭირდეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომ გამოიყენოთ მას შემდეგ, რაც ავტობუსში ან მატარებელში კარის სახელურებს ან სკამებს შეეხებით.
დაჯექით, თუ არის ადგილები. ფეხზე დგომამ შეიძლება მეტად გადატვირთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუ არის ხელმისაწვდომი ადგილები, აუცილებლად დაჯექით. თუ არ არის, იდექით, თუმცა კარგად მოეჭიდეთ, რათა არ წაიქცეთ.
არ გადაკეტოთ შესასვლელი და გასასვლელი. შეეცადეთ არ დადგეთ კარების წინ. თქვენი ნივთები მოათავსეთ სავარძლის ქვეშ, სანამ თქვენი მგზავრობა არ დასრულდება. ზოგიერთ ავტობუსს და მატარებელს აქვს სპეციალური ველოსიპედის დასაყენებელი, სადაც შეძლებთ გააჩეროთ ხანგრძლივი მგზავრობის განმავლობაში.
ჩაიდეთ ზურგჩანთა კალთაში ან სავარძლის ქვეშ. თქვენს ჩანთას არ სჭირდება საკუთარი სავარძელი. მაშინაც კი, თუ ტრანსპორტი არ არის გადატვირთული, ყველა ადგილი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მგზავრებისთვის. თუ თქვენი ჩანთა ან ზურგჩანთა ძალიან დიდია და კალთაში ვერ ეტევა, დადეთ სავარძლის ქვეშ. თუ დგახართ, თქვენ შეგიძლიათ დაიჭიროთ იგი თქვენს წინ ან ფეხებთან ახლოს.
თუ მგზავრობთ გადაჭედილ ავტობუსში, ჩანთა წინ მოაქციეთ და მიიხუტეთ. ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ თქვენი პირადი ნივთები.
თუ არ არის ცართული კონდიციონერი და ავტობუსში დახუთულობაა, სთხოვეთ მძღოლს, რომ ჩართოს, ან უთხარით მგზავრებს, გააღონ ფანჯრები.
სასურველია თან ატაროთ წყლის ბოთლი.
წყარო: wikihow.com