როგორ დავამარინადოთ ყურძენი - იდეალური წასახემსებელი ხორცთან, რომელიც ზეთის ხილს ჩაანაცვლებს - rogor.ge

როგორ დავამარინადოთ ყურძენი - იდეალური წასახემსებელი ხორცთან, რომელიც ზეთის ხილს ჩაანაცვლებს

როგორ ავარჩიოთ ყურძენი

rogor-1664952438.ge3.jpg

ყურძენი მარინადისთვის უნდა იყოს საკმაოდ ტკბილი და დიდი. უთესლო ჯიშებიც იდეალურია. ყურძნის ფერი არც ისე მნიშვნელოვანია. თუმცა, ლურჯი ყურძენი ვიზუალურად უფრო ზეთისხილს წააგავს.

ყველა ყურძენი ფრთხილად უნდა იყოს დარჩეული. გარეცხეთ მთლიანი კენკრა და დადეთ ქაღალდის პირსახოცებზე გასაშრობად. არასოდეს გამოიყენოთ ყურძენი, რომელიც არის დახეთქილი, ძალიან რბილი ან დაზიანებული.

მოამზადეთ სუფთა ქილები, რომლებშიც შემდეგ გაანაწილებთ ყურძენს. უმჯობესია აირჩიოთ პატარა კონტეინერები. ქილების ძირში მოათავსეთ პილპილის მარცვლები, როზმარინის ღერო და დაფნის ფოთოლი. შემდეგ ქილა ნახევრად შეავსეთ ყურძნით.

როზმარინი და ნიორი ისევ მოათავსეთ ყურძნის ქილის შუა ნაწილში. დარჩენილი ყურძენი ჩადეთ ქილაში. ახლა შეგიძლიათ დაიწყოთ მარინადის მომზადება. ქვაბში აურიეთ წყალი, შაქარი, მარილი, ძმარი და სხვა სანელებლები. სითხე დადგით ცეცხლზე, დაუმატეთ დაფნის ფოთლები.

მარინადის ადუღების შემდეგ გამორთეთ ქვაბი და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული ყურძნის ადუღებული მარინადით შევსება, რადგან კენკრა შეიძლება დაიბზაროს. დაელოდეთ სანამ სითხე ოდნავ გაცივდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ ქილები მარინადით. ყურძნის ქილას დაამატეთ 1 კოვზი მცენარეული ზეთი და დაახურეთ თავსახური. დამარინადებული ყურძენი შეგიძლიათ მიირთვათ 2-3 თვის შემდეგ.