როგორ ჩავიცვათ შემოდგომაზე - rogor.ge

როგორ ჩავიცვათ შემოდგომაზე

იპოვეთ რამდენიმე გრძელმკლავიანი პერანგი. უმჯობესია თეთრ, შავ და ნაცრისფერ ფერებში, რადგან ეს ფერები ადვილად ერწყმის და ეხამება ყველაფერს, რაც თქვენს გარდერობშია.

1-1664912473.png

ჩაიცვით კარდიგანი. პასტელის ფერები, როგორიცაა იასამნისფერი, ვარდისფერი და ლურჯი, ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება შემოდგომაზე.

2-1664912484.png

ჩაიცვით ყელიანი როლინგი. ეს შემოდგომის კლასიკა არსებობს 90-იანი წლებიდან. აიღეთ შავი ან ყავისფერი როლინგი. თუ როლინგი არ არის თქვენი სტილი, მოძებნეთ ჩვეულებრივი საყელოიანი პერანგი. ნეიტრალური ფერის როლინგი კარგად ერწყმის ნებისმიერ სამოსს, მაგრამ შემოდგომის ფერები, როგორიცაა ყავისფერი და შინდისფერი, აუცილებლად გამოგარჩევთ ხალხში.

3-1664912497.png

ჩაიცვით ჰუდი. თუ სკოლაში ან მეგობრებთან ერთად მიდიხართ, ჩაიცვით კაპიუშონიანი ზედა, რომ გაგათბოთ. თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ ჰუდი ჯინსთან, ან თუნდაც ქვედაკაბასთან. დაამატეთ სპორტული ფეხსაცმელი თქვენს ლუქს. ჰუდებს ასევე უხდება კეპი.

4-1664912508.png

კლასიკური გარეგნობისთვის ჩაიცვით მუქი ჯინსი. მუქი ჯინსი მშვენივრად გამოიყურება წითელთან, ყავისფერთან, ნარინჯისფერთან და ა.შ. კონტრასტში. გარდა ამისა, ჯინსის შარვალთან არასოდეს გაგიჭირდებათ კოსტიუმების შეხამება. შეგიძლიათ ჩაიცვათ მაღალყელიანი ჩექმაც.

5-1664912518.png

სცადეთ ქუჩის სტილი. თუ ჯინსი არ არის თქვენი, სპორტული შარვალი კომფორტული იქნება შემოდგომის გრილ დღეს. შეუხამეთ ისინი ჰუდებს და სპორტულ ფეხსაცმელს.

6-1664912530.png

შარფი დაგეხმარებათ სითბოს შენარჩუნებაში. შარფი ალამაზებს თქვენს სამოსს, ამასთანავე, გინარჩუნებთ სითბოს. წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი და ყავისფერი შარფები შესანიშნავია შემოდგომისთვის. პლედი და ზოლიანი შარფები მხიარულ იერსახეს სძენს თქვენს სამოსს.

7-1664912540.png

წყარო: wikihow.com