როგორ გამოვიყენოთ "სკრანჩი" - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ "სკრანჩი"

აიწიეთ თმა მაღლა. დაბრუნდით 80-იან წლებში. აიწიეთ თმა თავის კეფაზე, შემდეგ კი დაამაგრეთ თქვენი კუდი სკრანჩით. ეს სტილი მშვენივრად უხდება ზაფხულის სამოსს, როგორიცაა ტოპი და ქვედაკაბა. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ზამთრის იერსახის გასამდიდრებლად, როგორიცაა საშემოდგომო სვიტერი და გრძელი ქვედაკაბა.

1-1664771228.png

გაიკეთეთ "კოსა". ამ ყოველდღიური ვარცხნილობის ტარება შესაძლებელია თითქმის ყველგან. თმა მაღლა ასწიეთ ზემოთ, შემდეგ შემოიხვიეთ სკრანჩი ორჯერ. თუ საკმაოდ სქელი ან გრძელი თმა გაქვთ, სკრინჩი შეიძლება არ იყოს საკმარისად მჭიდრო იმისათვის, რომ "კოსა" გაიკეთოთ. სცადეთ თმის შეკვრა ჯერ სარჭებით, შემდეგ კი ზემოდან სკრანჩი გაიკეთეთ.

2-1664771242.png

"პიგტეილები". გაილამაზეთ სამოსი ამ ვარცხნილობით. გაყავით თმა შუაზე და დაიმაგრეთ სკრანჩი თითოეულ მხარეს. ის განსაკუთრებით მოუხდება კომბინიზონს.

3-1664771253.png

ნაწნავი. ეს მარტივი სტილი უხდება თითქმის ნებისმიერ სამოსს. დაივარცხნე თმა და გაყავი 3 თანაბარ ნაწილად. გააკეთეთ სტანდარტული ნაწნავი და დაამაგრეთ სამაგრით. შეგიძლიათ თმა გვერდზე გაიწიოთ, რომ აჩვენოთ თქვენი ნაწნავი, ან შეგიძლიათ დატოვოთ უკანა მხარეს.

4-1664771263.png

სამაჯური. სკრანჩი შეიძლება იყოს სამკაულების ალტერნატივაც. შემოიხვიეთ თქვენი სკრანჩი მაჯაზე, როგორც მხიარული ფერი.

5-1664771272.png

მხიარული ფერები. თქვენ შეგიძლიათ ყურადღება მიიპყროთ თქვენი სკრანჩის მხიარული ფერებით, რომლებიც მშვენივრად გამოიყურება თმის ნებისმიერ ფერსა და ტიპზე. ეს მშვენიერი გზაა მონოქრომულ ან უბრალო სამოსზე მხიარული დეტალის შესატანად.

6-1664771283.png

წყარო: wikihow.com