როგორ ვიყოთ რომანტიკულები პირველ პაემანზე - rogor.ge

როგორ ვიყოთ რომანტიკულები პირველ პაემანზე

აირჩიეთ რომანტიკული ადგილი. იფიქრეთ განსაკუთრებულ ადგილზე, სადაც თქვენს პარტნიორს მოეწონება წასვლა. მაგალითად, თუ მას ღვინო უყვარს, ვენახი რომანტიული არჩევანი იქნება. შეეცადეთ აირჩიოთ ადგილი, რომელიც მისთვის ინტიმური და უნიკალური იქნება. ეს გაცილებით რომანტიკულია, ვიდრე ვახშამი და ფილმი! თუ ის ხელოვნებითაა გატაცებული, შეიძლება შესთავაზოთ წასვლა მუზეუმში, ან სამხატვრო გალერეაში. ეცადეთ თავი აარიდოთ კაფეში ყავაზე დაპატიჟებას, რადგან ეს ძალიან შაბლონური იქნება.

1-1664771787.png

მოიფიქრეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც დაგაახლოვებთ მასთან. მოძებნეთ გზები, რომ იყოთ ფიზიკურად ახლოს და აქტიური ინტიმური ურთიერთობის გასაღვივებლად. ეს შეიძლება ნიშნავდეს ცეკვას, სანაპიროზე ცურვას, ან გასართობ პარკში წასვლას. გააკეთეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც გაგააქტიურებთ და გიბიძგებთ დიალოგისკენ. ამ გზით, თქვენ გექნებათ მეტი შესაძლებლობა მნიშვნელოვანი კავშირის გაღვივებისთვის.

2-1664771798.png

საუბრის პრიორიტეტი. როდესაც პირველ პაემანზე ხართ, თქვენ ცდილობთ გაიგოთ როგორია ის, უყვარს თუ არა იუმორი და ა.შ. ისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორიცაა მაგალითად საყვარელი საჭმელი, ბრენდები, ქვეყნები სამოგზაუროდ და სხვ. მეორე ადამიანის მიმართ ღრმა ინტერესის გამოხატვა ნამდვილად გაცილებით რომანტიკულია, ვიდრე ფილმის ყურება, ამიტომ დარწმუნდით, რომ ყურადღებით მოუსმინეთ მათ პასუხებს. არ ისაუბროთ მძიმე და მოსაწყენ საკითხებზე. გადადეთ დისკუსიები პოლიტიკის, რელიგიისა და ურთიერთობების შესახებ.

3-1664771808.png

დადეთ ტელეფონი. იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად ხშირად ამოწმებთ ტელეფონს. გამორთეთი იგი და არ მიაქციოთ ყურადღება. ის ალბათ უფრო მეტ კავშირს იგრძნობს ამ გზით. არ შეგიძლიათ ტელეფონის გამორთვა? გაუთიშეთ თქვენს ტელეფონს ხმა და ეცადეთ, არ შეამოწმოთ იგი მალ-მალე.

4-1664771817.png

ფლირტი, რათა ქიმია გაღვივდეს. არაფერი მეტყველებს თქვენს დაინტერესებაზე იმაზე მეტად, ვიდრე ფლირტი. თქვით რაღაც საყვარელი და რომანტიული, როგორიცაა: "ვწუხვარ, რადგან ეს შეიძლება უხერხულად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ ლამაზი გოგოების გამო". რაც არ უნდა თქვა, იყავი გულწრფელი! აქ არის კიდევ რამდენიმე სტრიქონი, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ: "ეს კოსტუმი საოცრად გიხდება.""ვფიქრობ, აქ ყველა ჩემზე ეჭვიანობს. ოთახში ყველაზე ლამაზ ადამიანთან ვარ."

5-1664771827.png

მიუძღვენით მას სიმღერა. შეგიძლიათ მიუძღვნატ სიმღერა, ან იმღეროთ კარაოკე. თუ იმყოფებით ბარში ან რესტორანში, რომელსაც აქვს ცოცხალი მუსიკა ან ჰყავს დიჯეი, შეარჩიეთ რომანტიკული მელოდია, რომელიც, თქვენი აზრით, მოეწონება. ის მოხიბლული დარჩება თქვენი ძალისხმევით. ვინ იცის? იქნებ ეს შთქვენი სიმღერაც კი გახდეს, თუ ურთიერთობა გაგრძელდება.

6-1664771842.png

წყარო: wikihow.com