როგორ გამოვიყენოთ კვერცხის ნაჭუჭი - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ კვერცხის ნაჭუჭი

უცნაურად ჟღერს იმის თქმა, რომ კვერცხის ნაჭუჭი შეიძლება მიირთვათ, რადგან მრავალი წლის განმავლობაში საპირისპირო სჯეროდათ, მაგრამ არსებობს მიზეზები იმისა, რომ ამის წაკითხვის შემდეგ აღარ გადააგდებთ მათ. კვერცხის ნაჭუჭი 90% კალციუმისგან შედგება, ელემენტი, რომელიც ხელს უწყობს ძვლების ჩამოყალიბებას და თავიდან გვაცილებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ოსტეოპოროზი.

მისი თვისებები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მათ შორისაა შემდეგი:

  • ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას;
  • ის მოქმედებს, როგორც ფარისებრი ჯირკვლის სტიმულატორი;
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ექსფოლიანტი;
  • ამაგრებს ფრჩხილებს და ძვლებს;
  • გამოიყენება სახლის სასუქად;
  • გამოიყენება ტანსაცმლის გასათეთრებლად.

მისი მომზადების გზა ძალიან მარტივია: ერთადერთი რაც დაგჭირდებათ არის რამდენიმე კვერცხის ნაჭუჭი.

ჯერ უნდა გარეცხოთ და მოათავსოთ ქვაბში, მდუღარე წყალში, ეს ბაქტერიებს მთლიანად მოაშორებს. შემდეგი იქნება ბლენდერში მოთავსება, რომ დაფხვიერდეს. შეგიძლიათ დალიოთ ლიმონის წვენთან და თაფლთან ერთად.

წყარო: sharingideas.me