როგორ გავზარდოთ მყარი დისკის მოცულობა - rogor.ge

როგორ გავზარდოთ მყარი დისკის მოცულობა

 

საჭიროა ორი ვინჩესტერი , თითოეულ მათგანზე დაყენებული უნდა იყოს ოპერაციული სისტემა ისე, რომ ნებისმიერის Master-ად ანუ მთავარი ან პირველი, მიერთების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ჩატვირთვა და მუშაობა, ამის შემდეგ ორივე დისკს ვაერთებთ შემდეგი მიმდევრობით ერთი Master-ად, ხოლო მეორე დისკი, რომლის გაფართოებასაც ვგეგმავთ მიერთებულ უნდა იყოს Slave -ად ანუ დამხმარე ან მეორე.

 

პირველი დისკიდან ჩატვირთეთ და დააინსტალირეთ ჩვეულებრივად, მთლიანი პაკეტით Norton Ghost ვერსია 2003-ი, ( დაწვრილებით ინფორაციისთვის გადახედეთ ) მიუხედავად სხვადასხვა მიმდევრობისა, სპეციალისტები თანხმდებნიან იმაზე, რომ მაინცდამაინც ეს ვერსია სასურველია ექსპერიმენტის წარმატებით დამთავრებისთვის, თუმცა არცერთი არ გამორიცხავს მომდევნო ვერსიების გამოყენებასაც.

 

გაუშვით Norton Ghost -ი და შეასრულეთ ოპერაცია პირველი დისკის გამოსახულების კოპირება მეორე დისკზე, ანუ Master-ი გადააკოპირეთ Slave-ზე. Ghost-ი როგორც წესი შეასრულებს ყველა ოპერაციას და მოითხოვს გადატვირთვას, თქვენი საქმეა დაეთანხმოთ, მაგრამ მხოლოდ გადატვირთვაზე და არა ჩატვირთვაზე, ანუ კომპიუტერი იმის მერე, რაც გადაიტვირთება გამორთული უნდა იყოს. მაქსიმუმ BIOS-ის ტესტს აცადეთ, ისიც, სანამ ვინჩესტერების ტესტირება დეტექტირებას დაიწყებს.

 

ჩახსენით დისკები და ახლა ის დისკი დააყენეთ Master-ად, რომელიც აქამდე Slave-ად იყო მიეთებული.. ახლა კი ჩართვის შემდეგ დააფიქსირეთ, რომ გაქვთ დისკზე სამი განყოფილება, პირველი გაუგებარი სახელით VPSGHBOOT, მინიმალური ზომის, სულ რაღაც 2-3 მეგაბაიტი, ხოლო მეორე და მესამე განყოფილება კი ერთნაირი მოცულობის იქნება, ანუ თუ დისკი იყო 40 გიგაბაიტი მიიღებთ ორ განყოფილებას 40 გიგაბაიტის მოცულობით.

 

ახლა კი საჭიროა ჯერ დააფორმატოთ ახლად შექმნილი დისკის განყოფილება, შემდეგ კი შეგიძლიათ თამამად წაშალოთ მინიატურული VPSGHBOOT დისკი და ისარგებლოთ მიღებული უფასო მოცულობით.