სანამ ცენტრალურ გათბობას დაამონტაჟებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
- დავიწყოთ იქიდან, როცა მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას, რომ სახლში უნდა დააყენოს ცენტრალური გათბობა, თავდაპირველად რა აუცილებელი დეტალები უნდა გაითვალისწინოს, რომ სწორად მოხდეს გათბობის მონტაჟი?
- როდესაც მომხმარებელი იწყებს ამ თემაზე ფიქრს, აუცილებლად უნდა გაიაზროს, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი და მიმართოს კომპანიას, რომელიც გამოცდილია და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს.მონტაჟის დროს, უნდა გავითვალისწინოთ, როგორი ტიპის ბინაა. თუ ბინა გარემონტებულია და მილების გაყვანა ხდება კედლებზე, გარედან, ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი მაღალი ხარისხის მილების დაყენება, რადგან, თუ გასკდება ის მილი, რომელიც გარეთ არის დაყენებული, მარტივად გადავაბამთ, აღვადგენთ და ამით დასრულდება. არ დაგვჭირდება ათხრა, იატაკის აყრა და ა.შ. ამ დროს, ეკონომიის მიზნით საშუალო ხარისხის მილის გამოყენებაც შეიძლება.როცა ბინა შავი კარკასია, მაშინ ჯობია მილები ჩაიდოს იატაკში. ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ შესაძლოა რადიატორი ვერ დავაყენოთ მაღალი ხარისხის, მაგრამ აუცილებელია მაღალი ხარისხის მილის ჩადება იატაკში. რადიატორი რომ დაზიანდეს, შევცვლით, იატაკის ქვეშ კი ძალიან ძნელია მილების გამოცვლა.როდესაც ცენტრალური გათბობის დაყენებას გადაწყვეტთ, თავდაპირველად აუცილებელია გაითვალისწინოთ, ბინას რა თბოდანაკარგები აქვს. უნდა გააკეთოთ თბოპროექტი, რადგან ბოლო სართულს სხვა თბოდანაკარგი აქვს, კუთხის ბინას და შუა ბინას - სხვა თბოდანაკარგი. არსებობს სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც ხდება ბინის თბოდანაკარგის დათვლა. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ეს პროგრამა. პროგრამაში ვუთითებთ რითია კედელი ნაშენები, ვუთითებთ, რომელი სართულია და ა.შ. შესაბამისი ფორმულა გვითვლის, რა თბოდანაკარგი აქვს ბინას, ფართს, ოთახს. სწორედ ამის შემდეგ უნდა შევარჩიოთ რადიატორი. ალბათ ხშირად გაქვთ მოსმენილი, რომ ჩემი გათბობა ცოტას წვავს, ჩემი ბევრს და ა.შ. ბინა თვითონ უნდა იყოს თბილი, რათა რადიატორის გამოყოფილი სითბო არ დაიკარგოს, ფუჭად არ წავიდეს ჰაერში. სწორი პროექტირების შემთხვევაში გათბობაც მუშაობს სწორად. სწორად მუშაობაში იგულისხმება, რომ ქვაბი არ უნდა იყოს მაღალ ცელსიუსზე აწეული. მაღალ ცელსიუსზე აწევა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ბინას არ ყოფნის არსებული რადიატორი. თუ არასწორად არის დაყენებული გათბობა და აკლია რადიატორების რაოდენობა, ამ შემთხვევაში არ თბება ბინა, არ ითიშება გამათბობელი, ვერ ძალავს კუბატურას, მალე ცივდება. რა თქმა უნდა, ამ დროს იზრდება გაზის ხარჯი. ასევე არსებობს თბილი იატაკი. თბილი იატაკის შემთხვევაში სადღაც 30%-ია ხოლმე ეკონომია. თავიდან კი ღირს ძვირი, მაგრამ შემდეგ ძალიან ეკონომიურია.
- რაც უფრო დიდია ქვაბი, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო კარგია გათბობისთვის?
- არა, ეს მცდარი მოსაზრებაა. არ მინდა ვინმეს შეურაცყოფა მივაყენო, მაგრამ მინდა გირჩიოთ, რომ ცენტრალური გათბობა არაპროფესიონალს არ გააკეთებინოთ. დღეს პროფესიონალობას ბევრი იბრალებს. ხელოსანი როცა იტყვის, რომ ერთი სექცია ყოფნის ერთ კვადრატს, ან 10 სმ რადიატორი ყოფნის ერთ კვადრატს, ეს აბსოლუტურად მცდარი მიდგომაა. სინამდვილეში, განიერი, თბილი კედელი სადაც გვაქვს, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები სექციების დაყენებაა საჭირო. როდესაც ვიტრაჟია და სახლს გვერდზე მცხოვრები არ ჰყავს, არის კუთხის ბინა, რა თქმა უნდა, იქ უფრო მეტი თბოდანაკარგია და უფრო მეტი სექციასჭირდება. ასევე, მხოლოდ დიდი რადიატორის დაყენება არ მოგვცემს ეფექტს, მნიშვნელოვანია მილები. რადიატორს თუ შესაბამისი რაოდენობის წყალს არ მივაწვდით, იგი სიმძლავრეს ვერ განახორციელებს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებას. იდეალური ვარიანტია დიაგონალზე შეერთება, ან ცალი მხრიდან შეერთება. განაგრძეთ კითხვა