როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან (Amazon.com) - rogor.ge

როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან (Amazon.com)

თუ თქვენ არ ხართ შუამავალ კომპანიაში დარეგისტრირებული, როგორიცაა onex, usa2georgia, vovovo, elva და სხვა, პირველი რიგში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რათა გქონდეთ საკუთარი საფოსტო ინდექსი ამერიკაში. მაგალითისთვის ავიღოთ onex.ge

შედით onex.ge-ზე და გადადით რეგისტრაციის გვერდზე, თუ თქვენ ხართ ფიზიკური პირი, აირჩევთ ფიზიკურ პირს, შეავსებთ ყველა ველს ყურადღებით და დარეგისტრირდებით.

ასევე თუ არ ხართ რეგისტრირებული amazon.com-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია, ან თუ ხართ დარეგისტრირებული უბრალოდ შედით სისტემაში. რეგისტრაციის გავლა ამაზონზე ძალიან მარტივია, მარჯვენა მაღლითა კუთხეში მიიტანეთ "მაუსი" Your Account-ზე, ჩამოსაშლელი მენიუდან დააკლიკეთ Start Here (ან Sign In), შემდეგ გადახვალთ გვერდზე საიდანაც შედიხართ და ასევე რეგისტრირდებით ამაზონზე, შეიყვანეთ ელ-ფოსტა, მონიშნეთ No, I am a new customer და დააკლიკეთ Sign In using our Secure Server-ს.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეხვალთ სისტემაში, იმ ელ-ფოსტით და პაროლით რომელიც მიუთითეთ ამაზონზე რეგისტრაციის დროს, მარჯვენა მაღლითა კუთხეში იხილავთ ღილაკს ჩამოსაშლელ პუნქტს Your Account და შეხვალთ Your Account-ში ან უბრალოდ დააკლიკეთ აქ (თუ პაროლი მოგთხოვათ შეიყვანეთ)

თქვენს ანგარიშში (Account) შესვლის შემდეგ, მოძებნით განყოფილება Payment-ს და გასწვრივ იხილავთ Manage Payment Options-ს, დააჭერთ და შეხვალთ.

ამაზონი გამოიტანს შეტყობინებას, რომ თქვენ არ გაქვთ Payment Method, ანუ იგივე გადახდის მეთოდი, რომელიც უნდა შევავსოთ. დააკლიკეთ ღილაკს Click Here.

ნახეთ onex.ge-ს მიერ მინიჭებული თქვენი მისამართი. ამისათვის შედიხართ საიტზე და მარჯვენა "მენიუდან" აირჩიეთ ჩემი მისამართი.

გადახდის მეთოდის შესავსებად, უნდა გაიაროთ პირველი ეტაპი და შეიყვანოთ თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემები განყოფილებაში Add a Credit or Debit Card, ხოლო მეორე განყოფილებაში მისამართში (Billing Address) უნდა შეიყავნოთ onex.ge-მ რაც მოგანიჭათ ის მისამართი. როდესაც ინფორმაციას შეიყვანთ სწორად გადაამოწმეთ უზუსტობები არ იყოს და დააჭირეთ ღილკაკს Use this Address.

ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ, თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი, მაგალითისთვის ავირჩიოთ ეს მაისური http://www.amazon.com/gp/product/B0089PDGN6

1. აირჩევთ ზომას (Size), 2. აირჩევთ ფერს (Color), 3. აირჩევთ რაოდენობას (Quantity) და დააჭერთ ყვითელ ღილაკს Add to Cart. ხშირ შემთხვევაში ტრანსპორტირება უფასოა, თუ პროდუქტი (რასაც ვყიდულობთ) იაფფასიანი არაა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ემატება ტრანსპორტირების საფასური $7.00 (shipping)

ნელ-ნელა ვუახლოვდებით გადახდას პლასტიკური ბარათის მეშვეობით. დააჭირეთ ღილაკს Proceed to Checkout (შეიძლება მოგთხოვოთ პაროლი და ლოგიკურია შეიყვანთ)

შემდეგ ამაზონი შეგეკითხებათ თუ რომელ Billing Address-ზე მოახდინოს შეკვეთა, ანუ რომელ მისამართზე მოგაწოდოთ ნივთი, ლოგიკურია მივუთითებთ იმ მისამართს რომელიც მოგვანიჭა onex.ge-მ და დავაჭერთ Ship to this Address

შემდეგ ამოირჩევთ Standard (3-5 business days) რადგან შედარებით იაფია. [i]იმ შემთხვევაში თუ უფასო ტრანსპორტირების საშუალებას გვაძლევს ამაზონი, როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე, Standard შიპინგის ნაცვლად მონიშნავთ Free Super Saver Shipping-ს.[/i]

გადახდის ბოლო საფეხურამდე მისასვლელად დააჭერთ Continue-ს.

და ბოლოს, სანამ გადაიხდით და გადარიცხავთ თანხას, ყველაფერი საგულდაგულოდ გადაამოწმეთ, უზუსტობები და ხარვეზები შეასწორეთ. თუ ყველაფერი წესრიგშია დააჭირეთ Place Your Order ღილაკს!

შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე რომელიც ამაზონზე რეგისტრაციის დროს მიუთითეთ. ასევე მოგივათ შეტყობინება onex-იდან ტვირთის შესახებ, როდის გადაიგზავნა თქვენი ტვირთი ამერიკაში მითითებულ მისამართზე, როდის გამოიგზავნა საქართველოში და როდის ჩამოვა.