როგორ გავანადგუროთ ჩრჩილი
სეზონის ცვლილების დროს, სანამ ტანსაცმელს ჩადებთ შესანახად, კარგად გამოაშრეთ მზეზე.
შეინახეთ ნივთები ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკებში.
თუ თქვენს ბინაში (სახლში) ჩრჩილები უკვე არიან, გამოიყენეთ სპეციალური საწინააღმდეგო პრეპარატები. ეს პროდუქტები ტაბლეტებისა და სფრეის სახით შეიძლება განთავსდეს მთელი ოთახის პერიმეტრზე და პირდაპირ ჩადოთ ნივთებში. საკონტაქტო პრეპარატებით (აეროზოლები, ხსნარები) უნდა დამუშავდეს რბილი ავეჯი, ხალიჩები. ასეთი დაცვა დიდხანს გიხსნით დაუპატიჟებელი სტუმრებისგან.
ჩრჩილებთან გამკლავებისთვის მოგიწევთ სხვა მეთოდების გამოყენებაც. უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი ვერ იტანენ მზის სინათლეს, მაღალ ტემპერატურას (45 გრადუსზე ზემოთ) და სუფთა ჰაერს. სანამ ნივთებს კარადაში ჩადებთ, გარეცხეთ 60 გრადუსზე, კარგად გააშრეთ სუფთა ჰაერზე და გააუთოვეთ ცხელი უთოთი. ასე რომ თქვენ არ დაუტოვებთ გადარჩენის შანსს არც ერთ ლარვას.