როგორ მოვადუნოთ დაჭიმული კუნთები - rogor.ge

როგორ მოვადუნოთ დაჭიმული კუნთები

ისიამოვნეთ ხანგრძლივი შხაპით ან იჯექით საუნაში ან ორთქლის ოთახში 10-15 წუთის განმავლობაში. შეეცადეთ კუნთები ოდნავ დაჭიმოთ სხეულის გახურების შემდეგ. ორთქლი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც აწვდის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს თქვენს კუნთებს. ეს ნამდვილად დაეხმარება მათ გამოჯანმრთელებაში, განსაკუთრებით ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ. სპორტული დარბაზებისა და სასტუმროების უმეტესობას აქვს საუნები ან ორთქლის ოთახები აუზის გვერდით.

1-1663848028.png

დაიდეთ საფენი მტკივან ადგილზე მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში. ეს აძლევს სითბოს შანსს ღრმად შეაღწიოს კუნთოვან ქსოვილში. მიუხედავად იმისა, რომ მშრალი სიცხე არ არის ისეთი ეფექტური, როგორც აბაზანის ან შხაპის ტენიანი სითბო, მას მაინც შეუძლია დროებით გაგათავისუფლოთ კუნთების ტკივილისგან.

2-1663848042.png

იმოძრავეთ - უწყვეტი მოძრაობა თქვენს კუნთებს აძლიერებს. მსუბუქი კარდიო ვარჯიშები, როგორიცაა სიარული, ველოსიპედით სიარული, ცურვა, აერობიკა ან სირბილი, ეს ყველაფერი აჩქარებს თქვენი სისხლის მოძრაობას. ეს ეხმარება თვენს კუნთებს მოდუნებაში. შეეცადეთ ყოველდღიურად აკეთოთ მინიმუმ 15-20 წუთის განმავლობაში მსუბუქი კარდიო ვარჯიშები. თუ თქვენ გრძნობთ დაჭიმულობას, ნუ აიძულებთ საკუთარ თავს ენერგიული კარდიო ვარჯიშების შესრულებას, უნდა დაასვენოთ კუნთები.

3-1663848055.png

დაძაბეთ კუნთები და ამოისუნთქეთ. იფიქრეთ კუნთების პროგრესირებად რელაქსაციაზე, როგორც მიზანმიმართულ პერსონალურ მასაჟზე. კუნთების დაძაბულობის გასათავისუფლებლად დაიწყეთ კონკრეტული კუნთების დაძაბვით, როგორიცაა ფეხის კუნთები ან ზურგის ზედა კუნთები. დაჭიმეთ ეს კუნთები 5 წამის განმავლობაში. შემდეგ დაასვენეთ ნელა ამოსუნთქვისას. გაიმეორეთ ეს ნებისმიერი სხვა კუნთისთვის, რომლისგანაც ტკივილს გრძნობთ.

4-1663848071.png

იოგას ძირითადი პოზები და ნაზი გაჭიმვა ამცირებს ტკივილს და აჩქარებს სისხლის ნაკადს. ღრმად ამოისუნთქეთ, როცა იღებთ პოზას ან დაჭიმავთ დაძაბულ კუნთს. გააჩერეთ გაჭიმვა 15-დან 30 წამამდე და ნელა გაათავისუფლეთ დაჭიმულობა.

5-1663848084.png

წყარო: wikihow.com