როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვს თავის დაცვა - 10 წესი, რომ არ დაიჩაგროს - rogor.ge

როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვს თავის დაცვა - 10 წესი, რომ არ დაიჩაგროს

არავის მისცე უფლება, დაარღვიოს შენი "საზღვრები და უფლებები". არავის მისცე უფლება გამოიყენოს შენზე ძალა. თუ შეგიქმნეს არაკომფორტული სიტუაცია, მოიკრიბე ძალა და შეეცადე დაიცვა თავი სიტყვით ან მოქმედებით. არ დაგავიწყდეს, რომ შენც პატივისცემით უნდა მოეკიდო სხვა ადამიანის უფლებებს.

შეინარჩუნე თავდაჯერებულობა საკუთარ ფიქრებსა და მოქმედებაშიაუცილებელია მშობელმა შეაქოს და თანაუგრძნოს თავის შვილს. კრიტიკულად მიუდექით საკუთარ შეცდომებს. ისწავლეთ შვილის მიღწევების დაფასება, ამით ხელს შეუწყობთ მის განვითარებას და გაუღვივებთ საკუთარი თავის რწმენას. რაც უფრო თავდაჯერებულია ბავშვი, მით უფრო ძნელია მისი დაჩაგვრა.

საჭიროა გჯეროდეთასწავლეთ ბავშვებს ადამიანში დადებითი მხარეების დანახვა, არ "ჩაციკლოთ" ნეგატიურ სიტუაციებზე. ოპტიმისტი ადამიანი ადვილად აღიქვამს სამყაროს. იგი თავისკენ იზიდავს პოზიტივით და სიკეთით სავსე პიროვნებებს.

შენ გაქვს სრული უფლება საკუთარი აზრის გამოსახატადმშობლები უნდა ეცადონ, რომ ბავშვი შეახვედრონ სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, მოასმენინოს მათი აზრი და უფლება მისცენ გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, ჩაერთონ პოლემიკაში და დააფიქსირონ თავისი აზრი. საკუთარი აზრის გამოთქმა, სხვადასხვა მიზეზით ადამიანებთან ურთიერთობა - დაეხმარება ბავშვს უფრო მეტად იყოს დარწმუნებული საკუთარ თავში.

ავშვმა უნდა იცოდეს, რომ ჩხუბი არის ყველაზე ცუდი ვარიანტი პრობლემის მოგვარებისასაუკეთესო გარიგება მიიღწევა მხოლოდ სიტყვიერი კომუნიკაციით. ეს სახლშიც უნდა გააცნობიეროს და ხედავდეს მშობლების მაგალითზე, რომ საუბრით, გონივრულობით წყდება პრობლემები და არა ყვირილითა და ცემა-ტყეპით.

არავითარ შემთხვევაში არ აუბათ მხარი მათ, ვინც სხვას ამცირებს სიტყვით (ზედმეტსახელებით) ან საქციელითმშობელმა უნდა განუმარტოს ბავშვს, რომ ყველას აქვს თავისი სახელი, რომელიც თითოეულისთვის ფასეულია. გამოგონილ სახელებსა და ზედმეტსახელების მიმართ კი ნეგატიური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ. ბავშვის თანდასწრებით ეცადეთ, არ დასცინოთ თუნდაც უცხო ადამიანს. წაიკითხეთ ვრცლად